reportiori.ge - იაპონია - საბერძნეთი. უკანასკნელი შანსი ჯგუფიდან გასასვლელად (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:46
სპორტი
იაპონია - საბერძნეთი. უკანასკნელი შანსი ჯგუფიდან გასასვლელად (პრევიუ)
19 ივნისი, 2014. 16:25


„დას დუნას არენაზე", თბილისის დროით 02:00 საათზე, ერთმანეთს იაპონია და საბერძნეთი დაუპირისპირდებიან. შეხვედრას სალვადორელი არბიტრი ჟოელ აგილარი განსჯის.


გუნდებმა თავიანთ პირველ შეხვედრებში ქულის მოპოვება ვერ შეძლეს. ბერძნები კოლუმბიელებთან გამანადგურებელი ანგარიშით (0:3) დამარცხდნენ, იაპონელებმა კი, პირველი გატანილი გოლის შემდეგ, საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვეს და კოტ დ'ივუარელებს 3 ქულა უსახსოვრეს. დღევანდელი შეხვედრა ძალიან ბევრს გადაწყვეტს. წაგებული, ფაქტობრივად ყველა შანს კარგავს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.


კოტ დ'ივუარელებთან შეხვედრის პირველ ტაიმში იაპონელებმა კარგი თამაში აჩვენეს. მათი სათამაშო დისციპლინა ნამდვილად შესაშური იყო, თუმცა მეორე ტაიმში დაცვის ხაზში ბევრი თავისუფალი ზონა გამოჩნდა, რისი გამოყენებაც აფრიკელებმა კარგად მოახერხეს.


ბერძნებისგან განსაკუთრებულს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ალბათ არავინ ელოდა. გუნდის წამყვანი ბირთვი ჯერ კიდევ 2004 წლის ევროპის ჩემპიონია, რომელთა ასაკიც 30 წელს დიდი ხანია გადაცდა. მაღალი კლასის მიუხედავად, ბერძენ ფეხბურთელებს ასაკისგან გამოწვეული ფიზიკური სისუსტე ემჩნევათ. მათი დაცვის ხაზი ისეთივე დამაჯერებელი აღარაა, სამარასისა და სალპინგიდისის ნაქები სისწრაფე კი ამ დროისათვის საშუალო დონის ფეხბურთელისას უდრის. ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა კოსტას მიტროღლუ ფორმაში არაა, გეკასი კი ნამდვილად ვერ ბრწყინავს.


ორივე გუნდი დაცვით თამაშს ანიჭებს უპირატესობას, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, დღევანდელ შეხვედრაში ბევრი გოლი ვიხილოთ.


წინასწარი შემადგენლობები:

 

იაპონია (4-2-3-1) : კავასიმა - უტიდა, იოსიდა, მორისიგე, ნაგატომო - ენდო, იამაგუტი - ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა - ოსაკო.


საბერძნეთი (4-3-2-1) : კარნეზისი - ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი - კონე, მანიატისი, კარაგუნისი - ფეტფაციდისი, სამარასი - მიტროღლუ.


„კედელთან ვართ მიბჯენილები. უნდა მივხვდეთ, რა გავაკეთეთ არასწორად. გუნდი ისე ვერ თამაშობდა, როგორც ველოდი. უნდა მოვიფიქრო, რა მოვიმოქმედოთ", - განაცხადა იაპონელთა თავკაცმა ალბერტო ძაკერონიმ.


„ჩვენ შევისწავლით შეცდომებს და სიტუაციას გამოვასწორებთ. შემდეგ შეხვედრაში ჩემი გუნდი გაცილებით უკეთ ითამაშებს", - აღნიშნა საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა.


ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს აქამდე მხოლოდ ერთხელ აქვთ ნათამაშები 2005 წლის 19 ივნისს. მაშინ გამარჯვება მინიმალური ანგარიშით იაპონიამ მოიპოვა (1:0).


საინტერესო ფაქტები:

 

- საბერძნეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6-ში უგოლოდ წააგო.


- მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელთა უკანასკნელ 5 გოლში კეისუკე ჰონდამ 4-ში მონაწილეობა მიიღო (3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა).

 

 

Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:1

რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: 1X


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016