ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა, ურუგვაისთან თამაშის წინ, კომენტარი გააკეთა.
„ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ ურუგვაისთან თამაშისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანგრძლივი და საშინელი ზაფხული გველის. ჩვენს თავდასხმაში, რომელიც იტალიასთან მოქმედებდა, დარწმუნებულები ვართ. ვფიქრობ, რომ იგი ბევრ პრობლემას შეუქმნის მეტოქეს.
ურუგვაისთან მატჩში მთავარი საკუთარი კარის დაცვა იქნება, რადგან მეტოქის რიგებში ისეთი მაღალი კლასის ფორვარდები თამაშობენ, როგორიც კავანი, სუარესი, ფორლანი და გასტონ რამირესია.
ლუის სუარესს მატჩის დაწყების წინ ხელს ჩამოვართმევ, მაგრამ სასტარტო სასტვენის შემდეგ ჩვენი მეგობრობა 90 წუთით შეწყდება", - განაცხადა სტივენ ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.