სპორტი
„ბარსელონა“ იგუაინის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს იხდის
ავტორი: გიორგი კინტირაია
19 ივნისი, 2014. 16:24
აქამდე ითქვა, რომ გონსალო იგუაინმა „ბარსელონასთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა და მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რაც „ნაპოლის" წარმომადგენლებმა უარყვეს, თავად ფეხბურთელმა კი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, კატალონიელები გონსალოს სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს იმეტებენ, თუმცა „ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ამ წინადადებას უარით უპასუხა და არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი მოითხოვა.
პარალელურად იტალიურმა კლუბმა იგუაინთან მოლაპარაკებები დაიწყო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 500 ათასი ევროდან 5,5 მილიონამდე გაიზრდება, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 70 მილიონ ევრომდე აიწევს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19