სპორტი
„ასეთ სიცხეში სუნთქვა გვიჭირდა“ - რაკიტიჩი
ავტორი: გიორგი კინტირაია
19 ივნისი, 2014. 17:46
კამერუნის ნაკრებთან თამაშის შემდეგ, ხორვატთა ერთ-ერთმა ლიდერმა ივან რაკიტიჩმა კომენტარი გააკეთა.
„სევილიას" ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც ახლა „ბარსელონაში" ირიცხება, შეწუხებულია, რომ გუნდებს ჯოჯოხეთურ პირობებში უწევთ თამაში. მისი სიტყვებით, ბრაზილიის კლიმატი არ აძლევს ფეხბურთელებს საშუალებას თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ.
„ასეთ სიცხეში ძალიან რთული იყო თამაში. სუფთა ჰაერი არაა, ამიტომაც, სუნთქვა ძალიან ჭირდა. მეორე ტაიმში ცოტათი გაგვიმარტივდა თამაში და ამოსუნთქვა შევძელით. ჩვენ ანგარიშით წინ ვიყავით, მეტოქე კი კაცნაკლული იყო. ვფიქრობ, რომ შეხვედრა საინტერესო გამოდგა. ბევრი მომენტი იყო, ბევრი გოლი და კარგია, რომ ისინი ჩვენ გავიტანეთ", - განაცხადა რაკიტიჩმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19