სპორტი
„ცხოვრება გრძელდება“ - დიეგო კოსტა
ავტორი: გიორგი კინტირაია
19 ივნისი, 2014. 17:58
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი დიეგო კოსტა მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
ესპანეთის ნაკრებმა ორი შეხვედრა ზედიზედ წააგო (ჰოლანდიასთან - 1:5 და ჩილესთან - 0:2), რითაც პლეი ოფში გასვლის შანსები დაკარგა. თავად კოსტამ მეტოქეთა კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.
„ბოდიში უნდა მოვიხადოთ ასეთი ცუდი გამოსვლისთვის. ცხოვრება გრძელდება, ამიტომაც თავი მაღლა უნდა ავწიოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
რა თქმა უნდა, მქონდა გარკვეული იმედები ამ ტურნირზე. გამარჯვებებით არ დავღლილვარ. რაღაც გვაკლია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით კონკრეტულად რა. ჩილე ფიზიკურად ჩვენზე კარგად იყო მომზადებული. ისღა დაგვრჩენია, რომ მათ გამარჯვება მივულოცოთ", - განაცხადა დიეგო კოსტამ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19