reportiori.ge - საბერძნეთი და იაპონია ფრეზე გაიყარნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:09
სპორტი
საბერძნეთი და იაპონია ფრეზე გაიყარნენ
20 ივნისი, 2014. 12:48



C ჯგუფის მეორე ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში იაპონია საბერძნეთს დაუპირისპირდა. გუნდებს აქამდე ნული ქულა ჰქონდათ და ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებით საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამდნენ მერვედფინალში გასვლისთვის, მაგრამ წაგების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები თითქმის ქრებოდა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ შეხვედრამ უგოლოდ ჩაიარა. გუნდებმა საკუთარი კარის დაცვას დიდი ყურადღება დაუთმეს.

 

ბერძენთა თავკაც ფერნანდო სანტუშს კოლუმბიასთან გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, დაცვის ხაზში არაფერი შეუცვლია. შეტევაში კი, სალპინგიდისისა და გეკასის წყვილი ფეტფაციდისმა და მიტროღლუმ ჩაანაცვლეს, თუმცა მეტოქის კარის აღება მათაც ვერ მოახერხეს. უნდა აღინიშნოს, რომ მიტროღლუს მხოლოდ ნახევარი საათი თამაშის საშუალება მიეცა, შემდეგ კი მისი შეცვლა გეკასს მოუწია.

 

38-ე წუთზე, ბერძნები კაცნაკლულნი დარჩნენ. გუნდის კაპიტანმა კაცურანისმა პირველ ტაიმში ორი ყვითელი ბარათის გამომუშავება მოახერხა და მოედანი დატოვა. ამ გაძევების გამო, სანტუშს ფეტფაციდისის კარაგუნესით შეცვლაც მოუწია.

 

პირველ ტაიმში აშკარად იაპონელები დომინირებდნენ, თუმცა მათი ფლანგური გარღვევები სასურველ დასასრულს ვერ აღწევდნენ და უმრავლესობა საჯარიმოს მისადგომებთან სრულდებოდა. ბერძენთა ერთ-ერთმა იშვიათმა კონტრშეტევამ ძალიან სახიფათო სიტუაცია შექმნა იაპონელთა კართად. ტოროსიდისის ძლიერი დარტყმული მეკარე ეიჯი კავაშიმამ მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

 

მეორე ტაიმიც დაახლოებით იგივე სცენარით წარიმართა. 58-ე წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავური დარტყმით უპასუხა გეკასმა. კავაშიმამ ბურთი გაჭირვებით მოიგერია. რამდენიმე წუთში, იაპონელებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ ოკუბოს სიზუსტე დააკლდა.

 

C ჯგუფის მესამე ტურში იაპონელები ჯერჯერობით უძლევენ კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ბერძნები კი კოტ დ’ივუარზე გაილაშქრებენ.

 

იაპონია  0:0  საბერძნეთი

 

იაპონია: კავაშიმა, ნაგატომო, კონო, იოშიდა, უჩიბა, ჰასებე (ენდო 46’), იამაგუჩი, ოკუბო, ჰონდა, ოკაზაკი, ოსაკა (კაგავა 57’).

 

საბერძნეთი: კარნეცესი, ტოროსიდისი, მანოლასი, პაპასტატოპულოსი, ჰოლებასი, კაცურანისი, სამარასი, კონე (სალპინგიდისი 81’), მანიატისი, ფეტფაციდისი (კარაგუნისი 41’), მიტროღლუ (გეკასი 35;).

 

გაფრთხილებები: ჰასებე (12’), კაცურანისი (27’, 38’), სამარასი (55’), ტოროსიდისი (89’).

 

 

გაძევება: კაცურანისი (38’)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016