reportiori.ge - ურუგვაიმ მერვედფინალში გასვლის შანსი მოიპოვა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:22
სპორტი
ურუგვაიმ მერვედფინალში გასვლის შანსი მოიპოვა (ვიდეო)
20 ივნისი, 2014. 14:56



გუშინ, თბილისის დროით 23:00 საათზე, „არენა კორინთიანსზე“, ერთმანეთს ურუგვაი და ინგლისი დაუპირისპირდნენ. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მატჩამდე ამ გუნდებ ნული ქულა ჰქონდათ და მერვედფინალში გასვლის შანსისთვის იბრძოდნენ. წაგების შემთხვევაში, ურუგვაის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად იკარგებოდა, ინგლისი კი არწაგებით უპირატესობას მოიპოვებდა.

 

შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. გულშემატკივარმა დაძაბული ორთაბრძოლა და სამი გოლი იხილა. სუარესის დაბრუნებით გახარებულმა ტაბარესმა ვეტერანი დიეგო ფორლანი სათადარიგოთა სკამზე დასვა. წინა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისთან დაპირისპირებაში მოედანზე არ გამოჩენილა. სამხრეთამერიკელები იმედებს მთლიანად „ლივერპულის“ ფორვარდზე ამყარებდნენ და გაუმართლდათ კიდეც.

 

შეხვედრა ორმხრივ დაპირისპირებებში მიმდინარეობდა. მატჩის მსვლელობისას ორთავე გუნდს ჰქონდა რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი, თუმცა ზოგჯერ უბედობის, ზოგჯერ კი კარის დარაჯთა ბრწყინვალე თამაშის წყალობით, მხოლოდ სამი გოლი ვიხილეთ, მაგრამ არც ესაა ცოტა. მე-9 წუთზე, მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა გოდინს, რომელმაც რამდენიმე წუთში კვლავ იუხეშა. თამაშის წესების თანახმად, იდაყვის სახეში მორტყმით მეტოქის წაქცევა და შეტევის შეჩერება მინიმუმ ყვითელი ბარათით ისჯება, თუმცა ესპანელმა არბიტრმა „ატლეტიკოს“ მცველი დაინდო და წითელი ბარათი არ უჩვენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცნაკლული ურუგვაი რამდენად შეძლებდა ინგლისისთვის წინააღმდეგობის გაწევას თავად იმსჯელეთ.

 

 39-ე წუთზე, კავანის იდეალური პასს სუარესმა ზუსტი თავური დარტყმით უპასუხა და ანგარიში გახსნა - 1:0. 75-ე წუთზე რუნიმ ნანატრი გოლი გაიტანა, თუმცა ზუსტად 10 წუთში, ურუგვაელთა ლიდერმა დუბლი განახორციელა. გადაცემის მომენტში სუარესი თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა მას ბურთი მცველისგან მიუვიდა, რა დროსაც თამაშგარე არ ფიქსირდება. ინგლისური პრესა ალაპარაკდა, რომ ბურთი ჯერ ურუგვაელ ფეხბურთელს შეეხო, ხოლო შემდეგ ჯერარდს და სწორედ ამის მერე მიუვიდა სუარესს, ამ შემთხვევაში კი თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაფიქსირდეს. ჩანაწერში კარგად არ ჩანს, თუმცა სიტუაციის ზედმეტი განხილვა არაფრის შემცვლელია. ესპანელმა არბიტრმა კარლოს ველასკო კარბალომ გოლი ჩათვალა და ურუგვაიმ ნანატრი 3 ქულა მოიპოვა.

 

ურუგვაი  2:1  ინგლისი

 

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, გოდინი, პერეირა, ხიმენესი, როდრიგესი, გონსალესი (ფუსილე 79’), არევალო, ლოდეირო (სტუანი 67’), სუარესი (კოატესი 88’), კავანი.

 

ინგლისი: ჰარტი, იაგიელკა, ჯონსონი, ბეინსი, კეჰილი, ჯერარდი, ჰენდერსონი (ლამბერტი 87’), სტერლინგი (ბარკლი 64’), რუნი, სტარიჯი, უელბეკი (ლალანა 71’).

 

გოლები: სუარესი (39’), რუნი (75’), სუარესი (85’).

 

გაფრთხილება: გოდინი (9’), ჯერარდი (68’).

 

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალო (ესპანეთი)

 

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016