reportiori.ge - „ესპანეთის კრახი დროის ამბავი იყო“ - მოურინიო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:22
სპორტი
„ესპანეთის კრახი დროის ამბავი იყო“ - მოურინიო
20 ივნისი, 2014. 15:25



პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ზედმეტად დიდხანს თვლიდა თავის სათამაშო ფილოსოფიას დაუმარცხებლად, რის გამოც, მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშა.

 

„ხალხი საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაშში სწავლობს და როცა ეს საუკეთესო გუნდი  მუდამ ერთი და იგივე ფილოსოფიით ხელმძღვანელობს, ადრე თუ გვიან, მეტოქე მას უბრალოდ მოინელებს. ჩილე და ჰოლანდია საქმეს ტაქტიკური თვალსაზრისით მიუდგნენ, რის შედეგადაც ესპანელებს ამოუხსნელი ამოცანა დაუპირისპირეს. „ფურია როხა“ შეუდარებელი იყო უკანასკნელი 4-6 წელი. ესპანელები იმდენად კარგად თამაშობდნენ, რომ ხალხი ვალდებული იყო, შეესწავლა ისინი.

 

 

თავის მხრივ, ლუი ვან გაალმა ბრწყინვალედ გააანალიზა მეტოქის თამაში და საპასუხო დარტყმა მიაყენა. სამპაოლიმ კი, ჩემი აზრით, უფრო მეტს მიაღწია. ვფიქრობ, რომ სამართლიანები უნდა ვიყოთ და ესპანეთის გაუთავებელ კრიტიკასთან ერთად, ჩილელი სპეციალისტი შევაქოთ, რომელმაც თავის ამოცანას მშვენივრად გაართვა თავი“, - განაცხადა ჟოზემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016