სპორტი
„რონალდუ სრულ მზადყოფნაშია“ - ველოზუ
ავტორი: გიორგი კინტირაია
20 ივნისი, 2014. 18:52
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მიგელ ველოზუ დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ აშშ-სთან მატჩში ითამაშებს.
გერმანიასთან არადამაჯერებელი მატჩის შემდეგ (0:4), პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდუ თამაშისთვის მზად არაა. მიუხედავად ამისა, ველოზუ დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი 100%-იან მზადყოფნაშია.
„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს. იგი ვარჯიშობს, დახტის, კარში ურტყამს... იგი სრულ მზადყოფნაშია“, - განაცხადა ველოზუმ Goal.com-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და აშშ-ს ნაკრებები ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19