სპორტი
ფიფას გადაწყვეტილებით, კოსტა-რიკის საფეხბურთო ნაკრები დოპინგ-ტესტზე შემოწმებას გაივლის
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
21 ივნისი, 2014. 14:37
უცხოური მედიის ცნობით, ფიფამ კოსტა-რიკას საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები იტალიასთან გამართულ მატჩში გამარჯვების შემდეგ დოპინგ-ტესტის ჩასატარებლად გაგზავნა.
ფიფაში განაცხადეს, რომ კოსტა-რიკის ნაკრებს ბრაზილიის მუნდიალის დაწყებამდე გასავლელი აუცილებელი ტესტები ჩატარებული არ ჰქონდა.
ნაკრების მეკარის კეილორ ნავასის თქმით, ფეხბურთელებს აკრძალული პრეპარატები არ მიუღიათ.
"ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს გვაშფოთებს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კაცმა რომ თქვას, დასამალიც არაფერი გვაქვს. უბრალოდ, ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და არანაირი აკრძალული პრეპარატები არ გამოგვიყენებია", - განაცხადა კოსტა-რიკელთა მეკარემ კეილორ ნავასმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19