reportiori.ge - არგენტინა მერვედფინალშია (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:16
სპორტი
არგენტინა მერვედფინალშია (ვიდეო)
22 ივნისი, 2014. 13:27



საბელია გვპირდებოდა, რომ არგენტინის ნაკრები, ისტორიაში პირველად, პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითამაშებდა. ეს ყოველივე ცოტა დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, სამხრეთამერიკელები მოედანზე ვერ ბრწყინავენ, მაგრამ სასურველ შედეგს უკვე მეორე თამაშია აღწევენ.

 

ჯერ იყო და არგენტინის ნაკრებმა ბოსნიას ძლივს მოუგო (2:1), ახლა კი ჯგუფის ყველაზე სუსტ მეტოქეს, ირანს მხოლოდ და მხოლოდ არბიტრის მიერ დამატებულ დროში გაუტანა გოლი. შეხვედრა სტადიონ „მინეირაოზე“ გაიმართა.

 

მატჩის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვით, ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა კლასიკური „ავტობუსი“ ჩადგეს, არგენტინელები კი შეხვედრას მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ. ირანელთა მთავარი ამოცანა საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო და ეს თითქმის გამოუვიდოდათ კიდეც, რომ არა 91-ე წუთზე ირანელ მცველთა შეცდომა, რითაც ლიონელ მესიმ ისარგებლა და მოჭრილი დარტყმით ბურთი კარის ბადეში გაახვია.

 

არგენტინა  1:0  ირანი

 

არგენტინა: რომერი, როხა, ფერნანდესი, გარაი, საბალეტა, მასკერანო, გაგო, დი მარია (ბილია 90+3’), აგუერო (ლავეცი 78’), მესი, იგუაინი (პალასიო 78’).

 

ირანი: ა.ჰაგიგი, პულადი, სადეგი, ჰოსეინი, მონტარესი, ტეიმურიანი, ნეკუნამი, ჰაისაფი (რ.ჰაგიგი 87’), შოჯაეი (ჰეიდარი 77’), დეჟაგა (ჯაჰანბაკში 84’), გუჩანეჯადი.

 

გოლი: ლიონელ მესი (90+1’)

 

გაფრთხილება: ნეკუნამი (53’), შოჯაეი (73’).

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016