reportiori.ge - გერმანიამ განას ვერ მოუგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:27
სპორტი
გერმანიამ განას ვერ მოუგო
22 ივნისი, 2014. 14:05



ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე G ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს გერმანია და განა „ესტადიო კასტელაო ფორტალეზაზე“ დაუპირისპირდნენ.

 

განელებმა პირველი შეხვედრა აშშ-სთან 1:2 დათმეს და უკან დასახევი გზა აღარ დარჩენოდათ, გერმანელებმა კი პირველ შეხვედრაში პორტუგალიას დამაჯერებელი ანგარიშით სძლიეს - 4:0. მატჩი დაძაბულ ორთაბრძოლას გვპირდებოდა, მაგრამ ფავორიტებად მაინც ევროპელები მიიჩნეოდნენ.

 

პირველმა ტაიმმა, ორმხრივ შეტევებში, მაგრამ უგოლოდ ჩაიარა. შეხვედრის მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს მარიო გიოტზემ თავურით უპასუხა და ანგარიში გახსნა (1:0). განელებმა ზუსტად 3 წუთში, გოლს გოლითვე ასევე თავურით უპასუხეს (1:1). 63-ე წუთზე კი, განის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები წინ გავიდნენ - გერმანელი მცველების შეცდომის წყალობით, ასამოა გიანი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ტაბლოზე 1:2 დააფიქსირა.

 

იოახიმ ლიოვმა შეტევითი პოტენციალის გასაზრდელად და მატჩის სადავეების ხელში ჩასაგდებად მოედანზე ვეტერანი ფორვარდი მიროსლავ კლოზე და ტრავმამოშუშებული ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი გამოიყვანა. ორიოდე წუთში (71’), კლოზემ დასწრებაზე ყველას აჯობა და „შავი ვარსკვლავების“ კარში მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში თავისი რეკორდული - 15 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით იგი ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდოს გაუთანაბრდა. სავარაუდოდ, კლოზეს კიდევ მიეცემა შანსი „კიჭას“ რეკორდის დასამხობად.

 

დარჩენილ დროში, ორივე გუნდის ფეხბურთელები იბრძოდნენ 3 ქულის მოსაპოვებლად, მაგრამ საბოლოოდ გუნდები ფრეზე გაიყარნენ.

 

მესამე ეტაპზე ოთხქულიან გერმანელებს აშშ-სთან მოუწევთ დაპირისპირება, ერთქულიანი განა კი პორტუგალიას შეერკინება.

 

გერმანია : ნოიერი, ჯერომ ბოატენგი (მუსტაფი, 46’), მერტეზაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი, კროსი, ლამი, ხედირა (შვაინშტაიგერი, 70’), იოზილი, მიულერი, გიოტზე (კლოზე 69’).

 

განა : დაუდა, ასამოა, მენსა, ბოიე, აფული, რაბიუ (ბადუ 78’), მუნტარი, ატსუ (ვაკასო 72’), კევინ-პრინს ბოატენგი (ჯორდან აიუ 52’), ანდრე აიუ, გიანი.

 

გოლები: გიოტზე (51’), ანდრე აიუ (54’), გიანი (63’), კლოზე (71’)

 

მთავარი არბიტრი: სანდრო მეირა რიჩი (ბრაზილია)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016