reportiori.ge - სამხრეთ კორეა - ალჟირი (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:35
სპორტი
სამხრეთ კორეა - ალჟირი (პრევიუ)
22 ივნისი, 2014. 16:47



დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სტადიონ „ბეირა-რიოზე“ ერთმანეთს სამხრეთ კორეა და ალჟირი დაუპირისპირდებიან. შეხვედრას კოლუმბიელი არბიტრი ვილმარ როლდანი განსჯის.

 

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ კორეამ რუსეთთან ფრე ითამაშა (1:1) და პლეი ოფში გასვლისთვის დიდი ნაბიჯის გადასადგმელად დღევანდელ შეხვედრაში 3 ქულა სჭირდება. რაც შეეხება ალჟირს, გუნდმა პირველ შეხვედრაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მასზე ბევრად ძლიერ ბელგიას ღირსეული ბრძოლა გაუწია, თუმცა ქულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა - 1:2. დღევანდელ შეხვედრაში მარცხი მათ ფაქტობრივად მერვედფინალში გასვლის შანსს გამოამშვიდობებს.

 

ორთავე გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი კარის დაცვას, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში გახსნილ და შეტევაზე ორიენტირებულ თამაშს უნდა ველოდოთ.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

სამხრეთ კორეა (4-2-3-1) : ჩონ სონ რეი - ლი იონი, კიმ ენ გვონი, ხონ ენ ხო, იუნ სოკ იონი - კი სონ ენი, ხან კუკ ენი - ლი ჩხონ ენი, კუ ჩა ჩხოლი, სონ ინ სინი - ლი კინ ხო.

 

ალჟირი (4-3-2-1) : მბოლი - მოსტეფა, ბუგერა, ალიში, გულამი - მეჯანი, ტაიდერი, ბენტალები - ფეგული, მარეზი - სლიმანი.

 

აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ არის ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული.

 

„ალჟირი დიდი ძალებით იცავდა თავს ბელგიისგან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენს წინააღმდეგაც ასე ითამაშებენ. მათ საკმაოდ სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ, რომლებსაც საგოლე მომენტების შექმნა და გამოყენება შეუძლიათ“, - განაცხადა სამხრეთ კორეელთა თავკაცმა ხონ მენ ბომ.

 

„უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში თავდასხმაში და მეტი შანსი მოვიპოვოთ. ბელგიასთან მატჩში არ გვყოფნიდა სიჩქარე შეტევაში გადასვლისას. ბურთის დაუფლებისას რატომღაც არ მივიწევდით მეტოქის საჯარიმოსკენ. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა. ვფიქრობ, რომ უკვე მივიღეთ კარგი გაკვეთილი და ახლა სამხრეთ კორეასთან მეტი თავდაჯერებულობით გავალთ მოედანზე“, - აღნიშნა ალჟირის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალულჰოჯიჩმა.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს ერთმანეთთან მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ ჩატარებული, რომელიც სამხრეთ კორეელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

 

საინტერესო ფაქტები:

 

- მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით, უკანასკნელი 6-დან მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა სამხრეთ კორეამ.

 

- მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელ 11 საათსა და 25 წუთში ალჟირმა მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.

 

- ალჟირის ნაკრებმა ბელგიელთა კარში მხოლოდ 3-ჯერ დაარტყა - ეს რეკორდული მაჩვენებელია მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

 

Reportiori.ge-ს პროგნოზი : 1:0

 

რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს : 1X


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016