სტადიონ „ამაზონიაზე“, თბილისის დროით 02:00 საათზე, ერთმანეთს G ჯგუფის მეტოქეები, პორტუგალია და აშშ დაუპირისპირდებია. შეხვედრას არგენტინელი არბიტრი ნესტორ პიტანა განსჯის.
პორტუგალიამ პირვლე შეხვედრაში გერმანიასთან გამანადგურებელი მარცხი იგემა (0:4), ახლა კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3 ქულისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებს. აშშ-მ მოლოდინი გაამართლა. იურგენ კლინსმანის შეგირდები გააზრებულ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, რითაც მათ უკვე დაამარცხეს განის ნაკრები და აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს. მათთვის დღევანდელ შეხვედრაში ყოველი ქულა უმნიშვნელოვანესია.
პორტუგალიამ გერმანიასთან ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა. არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუჩენია თავი, გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუს კი, რბილად რომ ვთქვათ, თამაში არ წაუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გერმანიის დონის მეტოქე ნამდვილად არ არის, კლინსმანის გუნდის დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება. პორტუგალიელებს 3 ქულის მოსაპოვებლად, საკუთარი ძალების სრული დემონსტრირება მოუწევთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
აშშ (4-4-2) : ჰოვარდი - ჯონსონი, კემერონი, ბესლერი, ბიზლი - ბეკერმანი, ბედოია, ჯონსი, ბრედლი - დემპსი, იოჰადსონი.
პორტუგალია (4-3-3) : ედუარდუ - ჟოაუ პერეირა, რიკარდუ კოშტა, ნეტუ, ანდრე ალმეიდა - ვილიამ კარვალიო, ჟოაუ მაუტინიო, რაულ მეიერლეში - ნანი, ედერი, რონალდუ.
ტრავმირებულია: ალტიდორი - ბრუნუ ალვეში, რუი პატრისიუ, კოენტრაუ, უგუ ალმეიდა.
დისკვალიფიცირებულია: პეპე (პორტუგალია
„ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და გვჯერა, რომ პორტუგალიის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენი გუნდი პლეი ოფში თამაშზეა ორიენტირებული და თუკი ამისთვის ჩვენს მომავალ მეტოქეზე გამარჯვებაა საჭირო, შევეცდებით ამის გაკეთებას“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა.
„მარტივი სიტუაციაა: ან გავიმარჯვებთ, ან ჩემოდნებს ჩავალაგებთ. ფრეს შემთხვევაშიც მეორე ვარიანტია. ვფიქრობ, რომ ასეთი სიტუაცია პორტუგალიის კარგად თამაშს განაპირობებს. მე თავად მჯერა ამის და ფეხბურთელებსაც ვარწმუნებ“, - აღნიშნა პორტუგალიელთა თავკაცმა პაულუ ბენტუმ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში ხუთი მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 2 ამერიკელთა მოგებით დასრულდა, ორი პორტუგალიელთა, ხოლო ერთი ფრედ.
საინტერესო ფაქტები:
- უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატებზე, აშშ-ის ნაკრები ერთ-ერთ საინტერესო გუნდად რჩება. მათ შვიდ თამაშში ზედიზედ აქვთ გოლები გატანილი, თუმცა გოლებსაც ყოველ მათგანში უშვებენ.
- მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელი 7-დან მხოლოდ ერთში გამარჯვების მოპოვება შეძლეს პორტუგალიელებმა.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:2
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: X2