სამხედრო ექსპერტმა, ირაკლი სესიაშვილმა „რეპორტიორთან" სირიაში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა. ექსპერტის აზრით, თუ უახლოს პერიოდში სიტუაცია არ გამოსწორდება, შესაძლოა, მოვლენები უმართავი გახდეს.
„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. დადასტურებულია, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რასაც მოჰყვა ძალიან დიდი მსხვერპლი. ყველა შეშფოთებულია ამ პრობლემით. სასურველია, მთელ მსოფლიოს ერთიანი პოზიცია ეჭიროს განსაკუთრებით, გაეროს უშიშროების საბჭოში. ვფიქრობ, თუ უახლოეს ხანებში არ მოიძებნება ამ პრობლემის გადაჭრის რეალური გზები, ეს ყველფერი უამრთავ სახეს მიიღებს. რაც უფრო გაიზრდება ძალადობა, მით უფრო გაიზრდება მსხვერპლიც.
ეს არის სამოქალაქო ომი და მხარეები თუ არ მივდინენ იმ აზრამდე, რომ შეაჩერონ ძალადობა, მსოფლიო თანამეგობრობას მოუწევს ჩარევა, რაც ზოგადად, ძალიან ცუდია ახლო აღმოსავლეთისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.
მთავარია მსოფლიოს ჰქონდეს ერთიანი პოზიცია სირიაში ძალადობის შეჩერებასთან დაკავშირებით",-განცხადა ირაკლი სესიაშვილმა.