reportiori.ge - თბილისის „დინამოში“ ესპანელი ფორვარდი ჩაირიცხა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 13:59
სპორტი
თბილისის „დინამოში“ ესპანელი ფორვარდი ჩაირიცხა
23 ივნისი, 2014. 16:49


როგორც თბილისის „დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბში 30 წლის ესპანელი ფორვარდი რაფა ჯორდა ჩაირიცხა, რომელმაც განვლილი სეზონის მეორე ნახევარი იტალიის სერია B-ს „სიენაში" გაატარა.


ჯორდა საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ „ვალენსიას" ახალგაზრდულ გუნდში, შემდეგ კი „ნუმანსიაში" გამოდიოდა. შემდეგ მის კარიერაში იყო „ბენიდორმი", „ალიკანტე", „ერკულესი" და 2 სეზონი „ლევანტეში", საიდანაც ესპანელი ჩინურ „გუიჩჯოუ ჟენხეში" გადავიდა და თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.


„სასიამოვნოა, რომ „დინამოს" წევრი გავხდი. გუნდის შესახებ ინფორმაციას ჩისკოსგან ვფლობ. მასთან ერთად „ლევანტეში" ვთამაშობდი. ჩისკომ საუკეთესოდ დამიხასიათა „დინამო", კლუბის ინფრასტრუქტურა, აქაური გარემო, ხალხი. ყველანაირად ვარ მომართული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო", - განაცხადა რაფა ჯორდამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016