სპორტი
„დინამოს“ მეტოქე „აქტობე“ იქნება
ავტორი: გიორგი კინტირაია
23 ივნისი, 2014. 15:57
დღეს ნიონში, „უეფას" შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. „დინამო" თბილისი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონ „აქტობეს" დაუპირისპირდება.
პირველ შეხვედრას ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისში, „დინამო არენაზე" 15 ან 16 ივლისს გამართავს. საპასუხო მატჩი კი აქტობეში, ცენტრალურ სტადიონზე 22 ან 23 ივლისს ჩატარდება.
კენჭისყრის შემდეგ „დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა მცირეოდენი კომენტარი გააკეთა.
„ამ ეტაპზე „აქტობე" ჩვენთვის ამოუცნობი გუნდია. კონტრეტულად აქტობეზე და ზოგადად ყაზახურ ფეხბურთზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უახლოეს პერიოდში შევუდგებით ამ გუნდის უკეთ გაცნობას", - ციტირებს „დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი ბილეკის სიტყვებს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19