reportiori.ge - „ზესტაფონის“, „ჩიხურასა“ და „სიონის“ მეტოქები გაირკვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:07
სპორტი
„ზესტაფონის“, „ჩიხურასა“ და „სიონის“ მეტოქები გაირკვა
23 ივნისი, 2014. 15:39


ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა. „ზესტაფონის" მეტოქე მალტურ „ჰიბერნიანსა" და სლავურ „სპარტას" შორის გამარჯვებული იქნება.


ბოლნისის „სიონს" ალბანური „ფლამურტარი" დაუპირისპირდება, საჩხერის „ჩიხურას" კი მაკედონიური „ტურნოვო" ერგო.


პირველი შეხვედრები 3 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი - 10 ივლისს. პირველ შეხვედრას საჩხერლები სტუმრად ჩაატარებენ, ბოლნისელები კი მეტოქეს სახლში მიიღებენ.


თუკი „სიონი" პირველ მეტოქეს გაცდება, შემდეგ ეტაპზე რუმინულ „პეტროლულს" დაუპირისპირდება, ხოლო „ჩიხურა" გამარჯვების შემთხვევაში ძალებს თურქულ „ბურსასპორთან" მოსინჯავს.


შეგახსენებთ, რომ დღეს გაირკვა თბილისის „დინამოს" მომავალი მეტოქეც. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ყაზახეთის „აქტობეს" დაუპირისპირდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016