reportiori.ge - მორიგი სიურპრიზები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:30
სპორტი
მორიგი სიურპრიზები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისგან
23 ივნისი, 2014. 18:21

ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის უკანასკნელი შეხვედრებიც დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

 


20:00 საათზე, ბელგია რუსეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა თითქმის თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ორივე გუნდს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე, დივოკ ორიგიმ ბურთი რუსეთის ნაკრების კარის ბადეში გაახვია, საკუთარ გუნდს ნანატრი სამი ქულა და მერვედფინალში ასპარეზობის ბილეთები წინასწარ მოაპოვებინა.


 

23:00 საათზე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ვიხილეთ. სამხრეთ კორეა ალჟირს დაუპირისპირდა. შეხვედრამდე მატჩის ფავორიტად უმრავლესობა სამხრეთ კორეას მიიჩნევდა, მაგრამ მეტოქემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი ტაიმის მიწურულს ალჟირი უკვე 3:0 იგებდა. შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივ ბრძოლაში წარიმართა და გულშემატკივარმა კიდევ 3 გოლი იხილა, აქედან ერთი სამხრეთ კორეელთა კარში, ხოლო ორი - ალჟირის. საბოლოოდ, ტაბლოზე ალჟირის სასარგებლოდ 4:2 დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში.


მეორე ტურის შემდეგ, H ჯგუფში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ბელგიამ (6 ქულით) მერვედფინალში ასპარეზობა გაინაღდა, მას კვალდაკვალ, ყველასათვის მოულოდნელად, ალჟირი მოსდევს (3 ქულით), რუსეთი და სამხრეთ კორეა კი, ჯერჯერობით, თითო-თითო ქულას ჯერდებიან. მესამე ეტაპზე სამხრეთ კორეა ბელგიას, ხოლო რუსეთი ალჟირს დაუპირისპირდება.



დღეს, 02:00 საათზე, G ჯგუფის მეორე ტურის უკანასკნელი მატჩიც გაიმართა. აშშ-ის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. შეხვედრამ ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მე-5 წუთზე, ამერიკელთა შეცდომით ნანიმ ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ამერიკელებმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს (64', 81'). შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კი, ვარელამ წონასწორობა აღადგინა და პორტუგალიას პირველი ქულა მოაპოვებინა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დასრულების შემდეგ, გერმანია 4 ქულით პირველ ადგილზეა, მას იურგენ კლინსმანის შეგირდები კვალდაკვალ მოსდევენ (4 ქულით), მესამე ადგილზე განა იმყოფება (1 ქულით) და ქულათა ამავე რაოდენობით უკანასკნელ ადგილს ჯერდება კრიშტიანუ რონალდუს გუნდი.


მეორე ტურის შემდეგ, ფავორიტებიდან მერვედფინალში ვერ იასპარეზებს ესპანეთი და ინგლისი. დიდი ალბათობით მათ პორტუგალიაც შეუერთდება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სასწაული თუ იხსნის მოცემული სიტუაციიდან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016