reportiori.ge - ავსტრალია - ესპანეთი (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:12
სპორტი
ავსტრალია - ესპანეთი (პრევიუ)
23 ივნისი, 2014. 16:57


დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, „არენა დე ბაიშადაზე", ავსტრალია ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრას ბაჰრეინელი არბიტრი ნავაფ შუკრალა განსჯის.


ამ ორი ნაკრებისთვის ეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩი იქნება. ამ ეტაპზე ორთავეს 0-0 ქულა აქვთ და სახლში ასე დაბრუნებას ნამდვილად არ აპრიებენ. ამგვარი მდგომარეობა განსაკუთრებით სამარცხვინოა უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონისთვის. როგორც მოსალოდნელია, დღევანდელ შეხვედრაში ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც აქამდე მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცათ.


აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ უთამაშიათ.


სავარაუდო შემადგენლობები:

 

ავსტრალია (4-2-3-1) : რაიანი - მაკგოვანი, უილკინსონი, სტარონოვიჩი, დევიდსონი - იედინაკი, მაკკაი - ლეკი, ბრეშიანო, ოარი - ტაგარტი.


ესპანეთი (4-3-3) : რეინა - ხუანფრანი, ალბიოლი, რამოსი, ალბა - ბუსკეტსი, ფაბრეგასი, კოკე - მატა, დიეგო კოსტა, ინიესტა.


ტრავმირებულია: მილიგანი - დე ხეა, ხავი, პიკე


დისკვალიფიცირებულია: ტ.კეჰილი (ავსტრალია)


„ვიცი, რომ ესპანეთს სამივე მატჩის წაგება არ სურს. როგორიც არ უნდა იყოს მათი შემადგენლობა, იგი ძლიერი იქნება. მე ახლაც მივიჩნევ ესპანეთის ნაკრებს ერთ-ერთ უდიდესად მსოფლიოში. ჩვენს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი გამოწვევა ელით და ამას მოუთმენლად ველი", - განაცხადა ავსტრალიელთა თავკაცმა ანგე პოსტეკოღლუმ.


„ჩვენ ტურნირის რაც შეიძლება კარგად დატოვება გვსურს. კარგი იქნებოდა რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ეს მატჩი. ახლა, საერთო ძალისხმევით მუშაობის შემდეგ, კარგად ვხვდებით, რა ხდება ჩვენს თავს", - აღნიშნა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ.


საინტერესო ფაქტები:


- ავსტრალია და ესპანეთი პირველად ხვდებიან ერთმანეთს.


- ევრო-2008, მუნდიალი-2010-ზე და ევრო-2012-ზე ესპანეთის ნაკრებმა 6 გოლი გაუშვა, რაც ერთით ნაკლებია 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ორ შეხვედრაში გაშვებული გოლების რაოდენობაზე.


- მსოფლიო ჩემპიონატზე გატარებული 126 წუთის განმავლობაში, დიეგო კოსტამ ვერც ერთხელ ვერ დაარტყა მეტოქის კარისკენ.


Reportiori.ge-ს პროგნოზი: 0:3

რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: 2


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016