ახალი არავისთვის არაა, რომ ლუის სუარესს ინგლისში დარჩენის დიდი სურვილი არ გააჩნია. ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ურუგვაელი მუდამ ხდება ბრიტანელი საფეხბურთო კრიტიკოსების გარჩევის საგანი.
რამდენიმე კვირის წინ ლუისი ბარსელონაში იმყოფებოდა თავის ოჯახთან ერთად, სადაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ეს ქალაქი და სიამოვნებით იცხოვრებდა. ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის შესახებაც ისაუბრა, ესპანურმა პრესამ მისი სიტყვები სააშკარაოზე დაუყოვნებლივ გამოიტანა: „ბარსელონას" სტილი ძალიან მომწონს".
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესმა კატალონიელებს თანხმობა უკვე მისცა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შესთავაზებს „ლივერპულს" „ბარსელონა".
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელით აქტიურადაა დაინტერესებული მადრიდის „რეალიც". ერთი რამ ფაქტია, სუარესის საკუთარ რიგებში ხილვა ყველას სურს.