reportiori.ge - ხორვატია - მექსიკა. ბრძოლა ჯგუფიდან გასაღწევად (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:35
სპორტი
ხორვატია - მექსიკა. ბრძოლა ჯგუფიდან გასაღწევად (პრევიუ)
23 ივნისი, 2014. 16:56


დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, დღის ცენტრალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ხორვატია და მექსიკა დაუპირისპირდებიან. შეხვედრას უზბეკი არბიტრი რავშან ირმატოვი განსჯის.


ეს, არა მარტო დღევანდელი, არამედ ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია. ხორვატებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ძალების სრული დემონსტრირება, მექსიკელებმა კი პირველი ორი შეხვედრის შემდეგ ყველა გააოგნეს.


ამჟამად, მექსიკა 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ჯგუფიდან გასასვლელად, დღევანდელ შეხვედრაში ფრეც აძლევს ხელს. ხორვატებს კი, პლეი ოფში სათამაშოდ, მხოლოდ 3 ქულა სჭირდებათ.


წინასწარი შემადგენლობა:

 

ხორვატია (4-2-3-1) : პლეტიკოშა - სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, პრანიჩი - მოდრიჩი, რაკიტიჩი - პერიშიჩი, სამირი, ოლიჩი - მანჯუკიჩი.


მექსიკა (5-3-2) : ოჩოა - აგილარი, როდრიგესი, მარკესი, მორენო, ლაუნი - ვასკესი, ერერა, გუარდადო - დოს სანტოსი, პერალტა.


უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ფეხბურთელი არაა არც ტრავმირებული და არც დისკვალიფიცირებული.


„მექსიკასთან დაპირისპირება ფინალის ტოლფასი იქნება. იგი ძლიერი გუნდია, მაგრამ არც ჩვენ ვართ სუსტი. ისინი დიდი პატრიოტიზმით ეკიდებიან ყოველ მატჩს და კარგ გუნდურ სულისკვეთებას ფლობენ. შეტევაში მექსიკა კარგად თამაშობს, მაგრამ ბრაზილიამ დაგვანახა მათი გარკვეული პრობლემები დაცვის ხაზში", - განაცხადა ხორვატთა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა.


„ბიჭები ხვდებიან, რომ შეუძლიათ გააფუჭონ ყველაფერი კარგი, რასაც ამ ტურნირზე მივაღწიეთ, თუკი გამარჯვებისთვის არ ითამაშებენ. თუკი ფიქრობთ, რომ დაცვაში ჩაჯდომა შეიძლება, ესე იგი დამარცხებისთვის ემზადებით", - აღნიშნა მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ერერამ.


ურთიერთშეხვედრები:


გუნდებს ერთმანეთში 3 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც ორი ხორვატთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთი მექსიკელთა.


საინტერესო ფაქტები:

 

- მექსიკა უკანასკნელ 5 მუნდიალზე პლეი ოფში გადიოდა, მაგრამ პირველივე რაუნდში ეთიშებოდა ბრძოლას.


- ევროპელთა წინააღმდეგ 30 მატჩიდან მხოლოდ 7-ში მოიპოვეს მექსიკელებმა გამარჯვება.


- ხორვატიის ნაკრებს ტურნირის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელი მატჩი არასდროს მოუგია, მექსიკაც მსგავს სიტუაციაშია 1986 წლიდან მოყოლებული.


Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:1

რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: კი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016