reportiori.ge - კამერუნი - ბრაზილია (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 15:01
სპორტი
კამერუნი - ბრაზილია (პრევიუ)
23 ივნისი, 2014. 18:00


დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, სტადიონ „მანე გარინჩაზე", ბრაზილია კამერუნს დაუპირისპირდება. შეხვედრას შვეიცარიელი არბიტრი იონას ერიქსონი განსჯის.


ბრაზილიელებმა წინა ტურში მექსიკელებზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს, თუმცა 1 ქულაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მერვედფინალს მიახლოვებოდა. კამერუნს ამჟამად 0 ქულა აქვს და პლეი ოფში გასვლის ყველა შანსი დაკარგული აქვს. არის ერთი პატარა ნიუანსი, წაგების შემთხვევაში, არის ალბათობა, რომ ბრაზილია ჯგუფში ჩარჩს.


სავარაუდო შემადგენლობები:

 

კამერუნი (4-3-3) : იტანჯი - მბია, ნკულუ, შეიჯუ, ბედიმო - მატიპი, ენო, მაკუნი - ჩიპო-მოტინგი, ვებო, ოლინგა.


ბრაზილია (4-2-3-1) : ჟულიო ცეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - ლუის გუსტავო, ერნანესი - ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი - ფრედი.


ტრავმირებულები: ეტო'ო - ჰალკი (კითხვის ნიშნის ქვეშ)


დისკვალიფიცირებული: სონგი (კამერუნი)


„ბრაზილიისთვის უფრო რთული იქნება თამაში, ვიდრე ჩვენთვის, რადგან მეტოქე გულშემატკივართა მხრიდან, პასუხისმგებლობით გამოწვეულ სერიოზულ წნეხს განიცდის. მათ უნდა გარისკონ, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ. სამწუხაროდ, ჩვენ არავითარ წნეხს არ განვიცდით, მაგრამ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ტურნირზე უმიზეზოდ არ ჩამოვსულვართ", - განაცხადა კამერუნელთა თავკაცმა ფოლკერ ფინკემ.


„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გავრცელდა ხმები, რომ ჩვენ შეგვიძლია მერვედფინალის ოპონენტი ავირჩიოთ. ეს ასე არაა. ამ სიტყვებით ისინი კამერუნს პატივს არ სცემენ. ჩვენი მიზანი - გამარჯვებაა", - აღნიშნა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფილიპე სკოლარიმ.


ურთიერთშეხვედრები:


გუნდებს ერთმანეთთან 4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც 1 კამერუნმა მოიგო, 3 კი ბრაზილიამ.


საინტერესო ფაქტები:

 

- კამერუნმა მსოფლიო ჩემპიონატის 15 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.


- წაგების შემთხვევაში ბრაზილია პლეი ოფს მიღმა დარჩება, მაგრამ უკანასკნელ 23 შეხვედრაში ბრაზილია მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.


- 2002 წლიდან მოყოლებული, როცა ბრაზილია პარაგვაისთან დამარცხდა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები წაუგებელ სერიას ატარებს საკუთარ კედლებში (39 შეხვედრა).


- 1970 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 35 მატჩიდან ბრაზილიამ მხოლოდ ერთი წააგო.


Reportiori.ge-ს პროგნოზი: 0:3

რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: 2


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016