reportiori.ge - ესპანელებმა კარი მეფურად გაიჯახუნეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:43
სპორტი
ესპანელებმა კარი მეფურად გაიჯახუნეს
24 ივნისი, 2014. 15:05


ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის მატჩები დასრულდა. მიმდინარე მუნდიალზე უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარეს ესპანეთმა და ავსტრალიამ. მსოფლიო ჩემპიონმა ორი წაგების შემდეგ, მეტოქე არ დაინდო და ავსტრალიელებს გამანადგურებელი ანგარიშით სძლია - 3:0.


პირველი ტაიმი მოსაწყენად დაიწყო, რადგან გუნდებს უმოტივაციობა ეტყობოდათ. 36-ე წუთზე, ანდრეს ინიესტას გამჭოლ გადაცემას ხუანფრანი ფლანგზე გამოეხმაურა და ბურთი კარის ხაზის გასწვრივ გაგზავნა, სადაც დავიდ ვილიამ მაღალი კლასი გამოამჟღავნა და გოლი ქუსლით გაიტანა. - 1:0.


ესპანელთა სათამაშო კლასის უპირატესობა ნათელი იყო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, 69-ე წუთზე, ფერნანდო ტორესი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, რომელსაც სხვაობის გაზრდა არ გასჭირვებია - 2:0.  82-ე წუთზე, რაიანთან პირისპირ ხუან მატა დარჩა, რომელმაც მახვილი კუთხის მიუხედავად, კარის მიმართულებით დაარტყა. ავსტრალიელ კარის დარაჯს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:0 დაფიქსირდა.


ამ შეხვედრის შედეგი ვერაფერს ცვლიდა, ესპანეთი და ავსტრალია 2014 წლის მუნდიალს დაემშვიდობნენ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა კარი მეფურად გაიჯახუნა.


ავსტრალია  0:3  ესპანეთი

 

ავსტრალია: რაიანი, უილკინსონი, მაკგოვანი, დევიდსონი, სპირანოვიჩი, ბოზანიჩი (ნრეშიანო 72'), იედინაკი, მაკაი, ოარი (ტროიზი 62'), ლეკი, ტაგარტი (ჰალორანი 46').


ესპანეთი: რეინა, ხუანფრანი, ალბიოლი, რამოსი, ალბა, ალონსო (სილვა 84'), კოკე, ვილია (მატა 56'), ინიესტა, კასორლა (ფაბრეგასი 68'), ტორესი.


გოლები: ვილია (36'), ტორესი (69'), მატა (82').


გაფრთხილება: სპირანოვიჩი (88'), იედინაკი (90+2') - რამოსი (62').


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016