reportiori.ge - ბრაზილია ათამაშდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:34
სპორტი
ბრაზილია ათამაშდა
24 ივნისი, 2014. 15:33


ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა ცნობილია. ბრაზილიამ კამერუნის ეროვნული ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა და ჯგუფში ასევე 7 ქულით მყოფ მექსიკას ბურთების შეფარდებით გაუსწრო.


პირველი ტაიმი ბრაზილიელთა შეტევებით დაიწყო, რასაც მე-17 წუთზე, ლუიშ გუსტავოს ჩაწოდებით, ნეიმარის გოლი გოლი ვიხილეთ. კამერუნელებს დასაკარგი არაფერი დარჩენოდათ და მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ. აფრიკელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ბურთი ძელს მოხვდა. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ კი, ბრაზილიელთა კარში ჟოელ მატიპის გოლიც ვიხილეთ - 1:1. ბრაზილიელებს გახსნილმა თამაშმა ხელ-ფეხი შეუხსნა, რამაც 34-ე წუთზე ნეიმარის დუბლი გამოიწვია. ეს „ბარსელონას" ფორვარდის მეოთხე გოლია მსოფლიო ჩემპიონატზე, რითაც იგი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.


მეორე ტაიმი ფრედის გოლით დაიწყო, რომელმაც დავიდ ლუისის ჩამოწოდებულით ისარგებლა და მეტოქის კარი მიმდინარე მუნდიალზე პირველად აიღო. გატანილი გოლის მიუხედავად, ფრედი ჰალკთან ერთად გუნდის უსუსტეს რგოლად რჩება.


ბრაზილიელები სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებას განაგრძობდნენ. 85-ე წუთზე, ოსკარის პასით ფერნანდინიომ გაიბრწყინა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი - 4:1 დააფიქსირა.


მიუხედავად, იმისა, რომ კამერუნის ზუსტ საზომად მიჩნევა სისულელეა, ბრაზილიელებს ეტყობათ, რომ ათამაშდნენ. საკუთარ კედლებში თამაშის პასუხისმგებლობით გამოწვეული წნეხის გადალახვა ფეხბურთელებმა კარგად მოახერხეს. ბრაზილიელები პირველი ადგილით გავიდნენ მერვედფინალში, სადაც ჩილეს დაუპირისპირდებიან. კამერუნმა კი მიმდინარე მუნდიალი 0 ქულით დაასრულა.


კამერუნი  1:4  ბრაზილია

 

კამერუნი: იტანჯე, ნკულუ, მატიპი, ბედიმო, მბია, ნგემო, ონე, ჩუპო-მოტინგი (მაკუნი 81'), აბუბაქარი (ვებო 72'), მუკანჯო (სალი 58').


ბრაზილია: ჟულიო სეზარი, ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო, ლუის გუსტავო, პაულინიო (ფერნანდინიო 46'), ოსკარი, ჰალკი (რამირესი 63'), ნეიმარი (ვილიანი 71'), ფრედი.


გოლები: ნეიმარი (17'), მატიპი (26'), ნეიმარი (34'), ფრედი (49'), ფერნანდინიო (85').


მთავარი არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016