reportiori.ge - მექსიკამ ხორვატია ჯგუფში ჩატოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 15:05
სპორტი
მექსიკამ ხორვატია ჯგუფში ჩატოვა
24 ივნისი, 2014. 17:14



2014 წლის მუნდიალის დაწყებამდე, A ჯგუფიდან გამსვლელთა შორის ხორვატია მოიაზრებოდა, მაგრამ მექსიკამ 3-ვე შეხვედრაში დამაჯერებელი, მაღალი დონის ფეხბურთი წარმოგვიდგინა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მერვედფინალში თამაშის უფლება.

 

ხორვატთა წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩის პირველ ტაიმში მექსიკელები თავს იცავდნენ და ბურთი მეტოქეს დაუთმეს, თუმცა საკუთარ ნახევარზე დამაჯერებელმა თამაშმა მათ კარი სუფთად შეანახინა და სახიფათო კონტრშეტევების წარმოქმნის საშუალებაც მისცა.

 

მატჩის მეორე ნახევარში მექსიკელებმა სადავეები ხელთ იგდეს და მეტოქის ნახევარზე გადაინაცვლეს. ხორვატებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ბოლო წუთებში შტურმის მოწყობას გეგმავდნენ, მაგრამ ეს არ დასცალდათ. 64-ე წუთზე მატჩის მთავარი არბიტრი შეცდა, საჯარიმოში ხელით თამაში არ დააფიქსირა და ხორვატთა კარში 100%-იანი პენალტი არ დანიშნა. რამდენიმე წუთში სამართალმა იზეიმა, ჩორლუკასთან საჰაერო ორთაბრძოლა გამოცდილმა რაფა მარკესმა მოიგო და ანგარიში გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო კოვაჩის ცვლილებებმა ვერ გაამართლა, რის შემდეგაც მარჯვენა ფლანგი სრულიად აიკლეს მექსიკელებმა. მათ შეტევების რაოდენობა გაზარდეს და ზუსტად 3 წუთში, გუარდადოს გოლიც ვიხილეთ - 2:0. შეცვლაზე შემოსულმა ჩიჩარიტომ 82-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, ხორვატებმა პერიშიჩის გატანილი გოლით მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შესძლეს. საბოლოოდ, ტაბლოზე 1:3 მექსიკელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა.

 

მექსიკის ნაკრებმა 7 ქულა მოიპოვა, ბრაზილიელებს ბურთების სხვაობით ჩამორჩა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა. ბურიტოს მოყვარულები პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

 

ხორვატია  1:3  მექსიკა

 

ხორვატია: პლეტიკოშა, ვრსალკო (კოვაჩიჩი 58’), ჩორლუკა, ლოვრენი, პრანიჩი (იელავიჩი 74’), სრნა, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, ოლიჩი (რებიჩი 70’), მანჯუკიჩი.

 

მექსიკა: ოჩოა, ფ.როდრიგესი, მარკესი, ერერა, ლაიუნი, მორენო, გუარდადო (ფაბიანი 85’), აგილარი, ვასკესი, დოს სანტოსი (ხ.ერნანდესი 62’), პერალტა (პენია 79’).

 

გოლები: მარკესი (72’), გუარდადო (75’), ხ.ერნანდესი (82’), პერიშიჩი (87’).

 

გაფრთხილებები: რაკიტიჩი (9’) - მარკესი (39’), ვასკესი (66’).

 

გაძევება: რებიჩი (89’)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016