reportiori.ge - იტალია - ურუგვაი. ტიტანების ბრძოლა ჯგუფიდან გასაღწევად (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:30
სპორტი
იტალია - ურუგვაი. ტიტანების ბრძოლა ჯგუფიდან გასაღწევად (პრევიუ)
24 ივნისი, 2014. 17:17



დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, D ჯგუფის ორი ფავორიტი პლეი ოფში სათამაშოდ იბრძოლებს. ერთმანეთს იტალია და ურუგვაი დაუპირისპირდებიან. შეხვედრას მექსიკელი არბიტრი მარკო როდრიგესი განსჯის.

 

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე დიდი სენსაცია კოსტა რიკის გამარჯვებების სერია გახლავთ. D ჯგუფი „სიკვდილის ჯგუფად“ შეირაცხა მას შემდეგ, რაც აქ 3 Top-გუნდი მოხვდა: იტალია, ინგლისი და ურუგვაი. თითქოსდა კოსტა რიკელთა ბოლოადგილოსნობისთვის ხელი არაფერს უნდა შეეშალა, მაგრამ ხორხე ლუის პინტოს შეგირდებმა ყველა გააოცეს, საოცრად გუნდური ფეხბურთი წარმოგვიდგინეს, პირველ შეხვედრაში ურუგვაის სძლიეს, მეორეში იტალიას და 6 ქულით, წინასწარ გაინაღდეს მერვედფინალში ასპარეზობის უფლება.

 

კოსტა რიკის კვალდაკვალ ჯგუფიდან გასვლის შანსი იტალიასა და ურუგვაის დარჩათ, რომლებიც ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ ყველაფერს. უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, იტალიელებს ფრეც ხელს აძლევს, ურუგვაის კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

 

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურუგვაის წინააღმდეგ პრანდელი „იუვენტუსის“ სქემას გამოიყენებს და 3 მცველით გამოვა, თუმცა თავდაცვისას ფლანგელი ნახევარმცველები აუცილებლად უკან დაიწევენ. ოსკარ ტაბარესმა კი ნაკლებად სავარაუდოა ინგლისთან გამარჯვების შემდეგ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართოს. ერთი სიტყვით, საფეხბურთო სამყარო გახსნილ და უხვგოლიან შეხვედრას ელის.

 

სავარაუდო შემადგენლობა:

 

იტალია (3-5-2) : ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, პირლო, ვერატი, მარკიზიო, დარმიანი - იმობილე, ბალოტელი.

 

ურუგვაი (4-3-1-2) : მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, პერეირა - გონსალესი, რიოსი, როდრიგესი - ლოდეირო - სუარესი, კავანი.

 

ტრავმირებულები: დე როსი - ლუგანო (კითხვის ნიშნის ქვეშ)

 

დისკვალიფიცირებული: მაქსი პერეირა (ურუგვაი)

 

„ურუგვაის თავდადებითა და ბრძოლისუნარიანობით უნდა დავუპირისპირდეთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ღირსეულად წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც ამას ჩვენი მეტოქე აკეთებს“, - განაცხადა იტალიელთა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ.

 

„ვხვდებით, რომ რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოგება გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იტალიასთან საჭირო შედეგის მიღწევა შესაძლებელია“, - აღნიშნა ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს ერთმანეთში 9 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 2 იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა, 4 ფრედ, ხოლო 3-ში ურუგვაელებმა იმარჯვეს.

 

საინტერესო ფაქტები:

 

- მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიას მხოლოდ 3 მარცხი აქვს განცდილი სამხრეთამერუკული ნაკრებების წინააღმდეგ. უკანასკნელი მსგავსი რამ 1978 წელს ბრაზილიასთან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოხდა.

 

- ურუგვაიმ მიმდინარე ტურნირში 3 გოლი გაიტანა ისე, რომ მეტოქის კარში სულ 5 დარტყმა აქვს.

 

- ლუის სუარესმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში თავისი 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016