reportiori.ge - იაპონია - კოლუმბია (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:17
სპორტი
იაპონია - კოლუმბია (პრევიუ)
24 ივნისი, 2014. 19:04



დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, სტადიონ „პანტანალიზე“, იაპონია კოლუმბიას დაუპირისპირდება. შეხვედრას პორტუგალიელი არბიტრი პედრუ პროენსა განსჯის.

 

კოლუმბიელებმა საკმაოდ კარგი, კომბინაციური ფეხბურთი აჩვენეს და ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. მათ 6 ქულა და პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ და სავარაუდოდ მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებსაც აქამდე თამაშის საშუალება არ მისცემიათ.

 

იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით იაპონიაზე, რომელსაც მერვედფინალებში ასპარეზობის მინიმალური შანსი აქვთ დარჩენილი. „სამურაებს“ ამჟამად 1 ქულა აქვთ და გამარჯვების შემთხვევაშიც ყველაფერი კოტ დ’ივუარელთა თამაშზე იქნება დამოკიდებული. ბერძნებთან ნულოვანი ფრის შემდეგ, ძაკერონი შეტევის გაძლიერებაზე დაფიქრდა. სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში კაგავას ვიხილავთ.

 

წინასწარი შემადგენლობები:

 

იაპონია (4-2-3-1) : კავასიმა - უტიდა, იოსიდა, მორისიგე, ნაგატომო - ენდო, ჰასაბე - ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა - ოსაკო.

 

კოლუმბია (4-2-3-1) : ოსპინა - სუნიგა, ვალდესი, საპატა, არიასი - აგილარი, სანჩესი - კინტერი, როდრიგესი, იბარო - ჯ.მარტინესი.

 

„სისწრაფე არ გვყოფნის და ამიტომაც, ფეხბურთელები პაუზებით მოქმედებენ. შესაძლოა, პრობლემა ფსიქოლოგიაში იყოს. უკმაყოფილოები ვართ ჩვენი თამაშით, მაგრამ წინა წლებში გუნდი გულშემატკივარს ახარებდა და იმედი მაქვს, რომ კოლუმბიასთან მსგავს კარგ თამაშს ვაჩვენებთ“, - განაცხადა იაპონელთა თავკაცმა ალბერტო ძაკერონიმ.

 

„იაპონია თამაშისას პროგრესს განიცდის. ამ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლოს. ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით მათ“, - აღნიშნა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს აქამდე ერთმანეთში ორი შეხვედრა აქვთ ჩატარებული, სადაც კოლუმბიამ ერთი მოიგო, მეორე კი ფრედ დასრულდა.

 

საინტერესო ფაქტები:

 

- მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი 5 გოლიდან, იაპონელთა ნახევარმცველმა კიოსუკე ჰონდამ ოთხში მონაწილეობა მიიღო (3 გოლი, 1 საგოლე პასი).

 

- კოლუმბიამ გაიმეორა საკუთარი რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე. უკანასკნელად მანდ 5 გოლი 1962 წელს გაიტანა.

 

Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:2

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016