reportiori.ge - იაპონელები მუნდიალს გამოემშვიდობნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:15
სპორტი
იაპონელები მუნდიალს გამოემშვიდობნენ
25 ივნისი, 2014. 13:51


გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ერთმანეთს იაპონია და კოლუმბია დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების უახლოესი მომავალი ისედაც გადაწყვეტილი იყო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირეოდენი თეორიული შანსები იაპონელებს ჰქონდათ.


შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. ძაკერონის შეგირდებმა მატჩის დასაწყისში უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ შეძლეს. მე-17 წუთზე, იაპონელთა კართან პენალტი დაიდო, რომელიც კუადრადომ გოლად აქცია - 0:1. პირველი ტაიმის ბოლოს, „სამურაებმა" მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და არბიტრის მიერ დამატებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს. ოსპინას კარში გოლი ოკაზაკიმ გაიტანა - 1:1.


შეხვედრის მეორე ტაიმში კვლავ კოლუმბიელები ბრწყინავდნენ. იაპონელებს ძალიან უჭირდათ მათი შეტევების მოგერიება. 55-ე და 82-ე წუთზე მარტინესმა დუბლი შეასრულა, წერტილი კი 90-ე წუთზე, ჯეიმს როდრიგესმა დასვა - 1:4.


საინტერესო ის მოხდა, რომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, კოლუმბიელებმა მეკარე შეცვალეს. მოედანზე 43 წლის ფარიდ მონდრაგონი გამოვიდა და მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე მუნდიალის ისტორიაში. მან კამერუნელი როჟე მილას რეკორდი დაამხო.


იაპონია  1:4  კოლუმბია

 

იაპონია: კავაშიმა, უჩიდა, იოშიდა, კონო, ნაგატომო, აოიამა (იამაგუჩი 62'), ჰასებე, ოკაზაკი (კაკიტანი 69'), ჰონდა, კაგავა (კიოტაკე 85'), ოკუბო.


კოლუმბია: ოსპინა (მონდრაგონი 85'), არმერო, ბალანტა, ვალდესი, არიასი, კინტერო (ჯ.როდრიგესი 46'), გუარანი, მეხია, კუადრადო (კარბონერო 46'), რამოსი, ჯ.მარტინესი.


გოლები: კუადრადო (17', პენ.), იკაზაკი (45+1'), მარტინესი (55', 82'), როდრიგესი (90').


გაფრთხილებები: კონო (16'), გუარინი (63').


მთავარი არბიტრი: პედრუ გროენსა (პორტუგალია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016