reportiori.ge - მონდრაგონი - მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 22:21
სპორტი
მონდრაგონი - მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
25 ივნისი, 2014. 15:38


გუშინ, კოლუმბიისა და იაპონიის შეხვედრაში, 85-ე წუთზე მოედანზე ვეტერანი მეკარე ფარიდ მონდრაგონი გამოვიდა. კარის 43 წლის დარაჯმა კამერუნელი როჟე მილას რეკორდი დაამხო და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა.


„ძალიან მოხარული ვარ იმით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მიხარია რომ რეკორდსმენი გავხდი. ეს მიღწევაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ამაყი ვარ, რომ კოლუმბიელთა სტატისტიკაში წვლილი მიმიძღვის.

 

როცა მესამე გოლის გატანა მოვახერხეთ, ჩვენმა მწვრთნელმა მითხრა: „მალე, შენ გადიხარ". ხელთათმანები ავიღე და ემოციები ძლივს მოვთოკე. ახლა წინ უნდა ვიყუროთ და ურუგვაისთან თამაშისთვის მოვემზადოთ.

 

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ისევე როგორც ჩემი თანამოქალაქენი, ახლა მთელი მსოფლიოც მიცნობს. დიდი მადლობა ყველას", - განაცხადა მანდრაგონმა.


შეგახსენებთ, რომ მანდრაგონი კოლუმბიელთა განაცხადში ჯერ კიდევ ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე იყო, ასევე იმყოფებოდა აშშ-ში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მისი დებიუტი, მხოლოდ და მხოლოდ, საფრანგეთში გამართულ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016