reportiori.ge - „მარკიზიოს წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა“ - ნესტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:35
სპორტი
„მარკიზიოს წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა“ - ნესტა
25 ივნისი, 2014. 18:25



იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის აზრით, შეხვედრის არბიტრი ურუგვაის იტალიაზე გამარჯვებაში დაეხმარა.

 

„იტალია ცდილობდა ურუგვაის წინააღმდეგ საკუთარი ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ ბევრი რამ არ გამოსდიოდა. აბსოლუტურად არ ვეთანხმები არბიტრის გადაწყვეტილებას. კლაუდიო მარკიზიოს წითელი ბარათი არ დაუმსახურებია. ჩემი შეხედულებით, მსგავსი შეცდომა მსოფლიო ჩემპიონატის არბიტრს არ ეკადრება.

 

ეს უდიდესი იმედგაცრუებაა მთელი იტალიისთვის. ჩვენს გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, იგივე მარკო ვერატი და მარკიზიო, რომლებსაც შეუძლიათ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისგან დიდი გამოცდილება შეიძინონ, რათა მომავალში იტალიის ნაკრებისთვის შეუცვლელნი გახდნენ. ბალოტელიც ერთ-ერთი იმათთაგანია, რომლებიც მომავალში გუნდს გამარჯვებებს გამოუჭედავენ. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ინგლისთან შეხვედრით დაიწყო, რაც არც ისე იოლია.

 

რაც შეეხება ბუფონს, არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი შეძლებს ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვას. ჩემი აზრით, იგი კვლავ საუკეთესო მეკარეა, რაც ურუგვაისთან მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მე ვერ გადავწყვეტ, თუ რა იქნება მისთვის უკეთესი, მაგრამ ჩემი აზრით, იგი ჯერ კიდევ საოცრად კონკურენტუნარიანია“, - განაცხადა ალესანდრო ნესტამ.

 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში, ურუგვაის წინააღმდეგ, „სკუადრა აძურამ“ მარცხი განიცადა (0:1) და მიმდინარე მუნდიალს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016