reportiori.ge - დელ ბოსკე ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:45
სპორტი
დელ ბოსკე ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობს
25 ივნისი, 2014. 18:36



როგორც ირკვევა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს თავის მომავალს.

 

El Mundo Deportivo იუწყება, რომ „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე დღე აიღო დასაფიქრებლად, განაგრძობს თუ არა ესპანეთის გაწვრთნას. ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციას კვლავინდებურად სურს, რომ დელ ბოსკე გუნდში დარჩეს, თუმცა ამის გარანტიები ჯერჯერობით არ ჩანს.

 

რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ესპანელები ნამდვილ რევოლუციას გეგმავენ. ცნობილი გახდა, რომ ხავი და ვილია აღარ დაიცავენ ნაკრების ინტერესებს. რაც შეეხება ჩაბი ალონსოსა და იკერ კასილიასს, ჯერჯერობით მათი ბედი უცნობია.

 

 

დელ ბოსკემ უკვე განაცხადა, რომ დაიღალა იმ კამპანიებით, რომლებიც მის წინააღმდეგაა მომართული და ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, შესაძლოა ნაკრები დატოვოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016