კატალონიური გრანდი დასახული სატრანსფერო მიზნის მიღწევას აპირებს. Marca-ს ცნობით, „ბარსამ" ურუგვაელთან პირობები შეათანხმა და ახლა „ლივერპულთან" მოლაპარაკებებს გამართავს.
სუარესისთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალიცაა" ჩართული, თუმცა იტალიელებთან თამაშისას მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, სადაც ლუისის კბილები მონაწილეობდნენ, „სამეფო კლუბის" მენეჯერმა ურუგვაელზე ყურადღება მოადუნა. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ცუდი რეპუტაციის მქონე ფეხბურთელები გუნდში არ სჭირდება, თანაც „რეალს" ასეთი პეპეც ჰყავს და ეს უკვე საკმარისია.
„ბარსელონა" არ აპირებს სუარესის სანაცვლოდ სრული სატრანსფერო თანხის გადახდას, მაგრამ მოლაპარაკებებში შესაძლოა ალექსის სანჩესი ჩართოს, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სუარესზე არანაკლებ ბრწყინავს.