შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც ჰონდურასთან ბრწყინვალე ჰეთ-თრიქი შეასრულა, არგენტინასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
„მოხარული ვარ ამ წარმატებით. ყოველ დღე ნამდვილად ვერ ხერხდება 3 გოლის გატანა. არასოდეს დავივიწყებ ამ მომენტს. ბევრი საუბარი იყო ,თუ როგორ გაართმევდა ჩვენი ნაკრები თავს რთულ პერიოდს, თუმცა ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. მოხარული ვარ არა მარტო ჩემ გამო, არამედ მთელი გუნდისაც, რომელმაც არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა.
პლეი ოფში მშვენიერი მატჩი გვექნება არგენტინასთან და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტები არ ვართ, სრული ძალებით ვიბრძოლებთ.
შესაძლოა ნებისმიერი შედეგი დაფიქსირდეს. პატარა შვეიცარია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, ეს უკვე ოცნების ასრულებაა. ახლა ჩვენ ჯგუფიდან გავედით, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ", - განაცხადა ჯერდან შაქირიმ.