ალჟირის ეროვნული ნაკრების თავკაცი მოუთმენლად ელის რუსეთთან დაპირისპირებას, რომელთან მოგების შემთხვევაშიც აფრიკული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში იასპარეზებს. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ბელგია სამხრეთ კორეასთან არ დამარცხდება, ალჟირს ხელს ფრეც აძლევს.
„ვგრძნობ, რომ სწორედ ახლა შეუძლია ალჟირს ისტორიის დაწერა. რუსეთთან მატჩის სასურველი ანგარიშით დასრულების შემთხვევაში პლეი ოფში ვიქნებით.
ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესია. ალჟირს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც საკუთარი დონის დემონსტრირებისთვის მზად არიან.
რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, მათი უკანასკნელი ყველა თამაში ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი გუნდია, რომელთანაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მუშაობს", - განაცხადა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა.