reportiori.ge - „დასაკარგი არაფერი გვაქვს“ - ჰიტცფელდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:34
სპორტი
„დასაკარგი არაფერი გვაქვს“ - ჰიტცფელდი
26 ივნისი, 2014. 14:18


შვეიცარიის ეროვნული ნაკრების თავკაცი კმაყოფილია მისი გუნდის ლიდერის, ჯერდან შაქირის თამაშით, რომელმაც ჰონდურასთან გუშინდელ მატჩში ჰეთთრიქი შეასრულა. მატჩის შემდეგ ოტმარ ჰიტცფელდმა კონფერენციაზე მიუნხენის „ბაიერნის" ნახევარმცველი შეაქო.


„ ჯერდანმა ყველას უჩვენა, რა შეუძლია და რამდენად დიდი პოტენციალი აქვს. დღეს ახალ პოზიციაზე დავაყენეთ. ნახევარდაცვაში თამაშისას გაცილებით მეტი მოძრაობა, სირბილი, კონცენტრაცია და მუშაობაა საჭირო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გოლები გაიტანა, ისღა დამრჩენია, რომ მივულოცო", - განაცხადა ჰიტცფელდმა.


მერვედფინალში შვეიცარია არგენტინას დაუპირისპირდება, მაგრამ ნეიტრალურთა მწვრთნელი თეთრი დროში აღმართვას და დანებებას ნამდვილად არ აპირებს.


„საკმარისად მოტივირებულნი ვართ და ისტორიის გადაწერა გვსურს. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, გადავლახეთ რა ჯგუფური ეტაპი, მაგრამ ახლა თავად არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა მოვიფიქროთ, რა ტაქტიკა დავუპირისპიროთ არგენტინას. ახლა ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ", - აღნიშნა შვეიცარიელთა გამოცდილმა სპეციალისტმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016