reportiori.ge - ბოსნიამ ირანი პლეი ოფში არ გაუშვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:37
სპორტი
ბოსნიამ ირანი პლეი ოფში არ გაუშვა
26 ივნისი, 2014. 14:38


გუშინ, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „ფონტე ნოვაზე", ერთმანეთს F ჯგუფის ორი მეტოქე, ბოსნი და ირანი დაუპირისპირდა. ირანელებს ისტორიაში პირველად ჰქონდათ შანსი მერვედფინალის ბილეთი მოეპოვებინათ, თუმცა ბოსნიამ მათ ამის საშუალება არ მისცა.


შეხვედრა საფეტ საშუჩის გუნდმა აქტიურად დაიწყო, რამაც 23-ე წუთზე შედეგი გამოიღო. ედინ ჯეკომ, საჯარიმოს გარედან, ზუსტი დარტყმით მუნდიალზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმში განსაკუთრებული სხვა არაფერი მომხდარა. 59-ე წუთზე, პიანიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 82-ე წუთზე ირანელებმა სხვაობა შეამცირეს. გუჩანეჯადიმ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში, შეცვლაზე შემოსული სალიჰოვიჩის გადაცემა ვრშაევიჩმა გოლად აქცია, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა და ირანი ჯგუფში ჩატოვა.


ახალი არავისთვისაა, რომ ბოსნიელების ძლიერი მხარე შეტევაა, სუსტი კი - თავდაცვა. საინტერესოა სუშიჩმა წინა ორ თამაშში რატომ გადაწყვიტა დაცვითი, კონტრშეტევებზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში. გუნდს საკუთარი სათამაშო სტილისთვის არც ერთ მატჩში არ უნდა ეღალატა და მეტი გოლის გატანაზე ეფიქრა, ვიდრე გაშვებაზე. ბოსნიის ჯგუფში ჩარჩენის ერთადერთი ახსნა სწორედ ესაა.


ბოსნია  3:1  ირანი

 

ბოსნია: ბეგოვიჩი, ვრშაევიჩი, სუნიიჩი, სპაჰიჩი, კოლასინაცი, ჰაჯიჩი (ვრანიეში 61'), პიანიჩი, ბეშიჩი, სუშიჩი (სალიჰოვიჩი 79'), ჯეკო (ვისკა 85'), ივიშევიჩი.


ირანი: ჰაგიგი, ჰოსეინი, სადეგი, მონტაზერი, პულადი, ტეიმურიანი, ნეკუნამი, დეჟაგა (ანსარიფარდი 68'), შოჯაი (ჰეიდარი 46'), ჰაჯსაფი (ჯაჰანბახში 63'), გუჩანეჯადი.


გოლები: ჯეკო (23'), პიანიჩი (59'), გუჩანეჯადი (82'), ვრშაევიჩი (83').


გაფრთხილებები: ბეშიჩი (78') - ანსარიფარდი (88').


მთავარი არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016