გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, სტადიონ „მარაკანაზე" ერთმანეთს საფრანგეთი და ეკვადორი დაუპირისპირდნენ. ეკვადორს შვეიცარიასთან თანაბარი ქულები ჰქონდა და ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოდა მაშინ, როცა საფრანგეთმა წინა ტურში ფაქტობრივად გაინაღდა პლეი ოფში თამაშის უფლება.
შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. ფრანგებიდან მოედანზე ის ფეხბურთელებიც ვიხილეთ, რომლებსაც აქამდე თამაშის საშუალება არ მისცემიათ. პირველი ტაიმი „მამლების" უპირატესობით დაიწყო და ასეც გაგრძელდა. მეორე ტაიმში, პარალელურ შეხვედრაში შვეიცარია უკვე 2:0 იგებდა და ნათელი იყო, რომ ეკვადორს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ეკვადორელთა უბედურებას ისიც დაემატა, რომ 50-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დინესთან უხეშობის გამო წითელი ბარათი უჩვენა ანტონიო ვალენსიას.
ფრანგებმა მესამე თამაშის მოგევა ვერ შეძლეს, თუმცა 1998 წლის შემდეგ, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ მაშინ ფრანგები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. საბოლოოდ, ჯგუფიდან პირველი ადგილით საფრანგეთი, ხოლო მეორე ადგილით შვეიცარია გავიდა. „მამლები" მერვედფინალში ნიგერიელებს დაუპირისპირდებიან, შვეიცარია კი ძალებს არგენტინასთან მოსინჯავს.
ეკვადორი 0:0 საფრანგეთი
ეკვადორი: დომინგესი, პარედესი, გუაგუა, ერასო, ვ.აიოვი, ა.ვალენსია, მინდა, ნობოა (კაისედო 89'), მონტერო (იბარა 63'), აროიო (აჩილიერი 82'), ე.ვალენსია.
საფრანგეთი: ლორისი, სანია, კოსელნი, საკო (ვარანი 61'), დინე, პოგბა, შნეიდერლინი, მატუიდი (ჟირუ 67'), სისოკო, ბენზემა, გრიზმანი (რემი 79').
მთავარი არბიტრი: ნორმანდიე დუე (კოტ დ'ივუარი)