reportiori.ge - აზერბაიჯანელმა მოკრივეებმა ცხინვალში გამართულ ტურნირში მონაწილეობა არ მიიღეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:42
სპორტი
აზერბაიჯანელმა მოკრივეებმა ცხინვალში გამართულ ტურნირში მონაწილეობა არ მიიღეს
26 ივნისი, 2014. 15:06


Vesti.az ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანელ მოკრივეებს ცხინვალში გამართულ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ. აზერბაიჯანის კრივის ფედერაციამ უარყო, რომ რომელიმე სპორტსმენი ცხინვალში გაემგზავრა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ეს სეპარატისტული რეგიონია.


„არც მოკრივეები აზერბაიჯანის ნაკრებიდან და არც სპორტსმენები აზერბაიჯანული კლუბებიდან ცხინვალში არ გამგზავრებულან, რადგან ეს სეპარატისტული რეგიონია", - განუცხადეს Vesti.az-ს აზერბაიჯანული კრივის ფედერაციაში.


25 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თასზე კრივში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მიწვეულნი იყვნენ მოკრივეები ყირიმიდან, აფხაზეთიდან, დნესტრისპირეთიდან, აზერბაიჯანიდან, რიაზანიდან, ვლადიკავკაზიდან, ყირგიზეთიდან და ჩეხეთიდან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016