reportiori.ge - შაქირის ჰეთ-თრიქი და შვეიცარია პლეი ოფშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:58
სპორტი
შაქირის ჰეთ-თრიქი და შვეიცარია პლეი ოფშია
26 ივნისი, 2014. 15:17


გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, სტადიონ „ამაზონიაზე", შვეიცარიის ეროვნული ნაკრები ჰონდურასს დაუპირისპირდა. შეხვედრამდე შვეიცარიელებს ეკვადორელებთან თანაბარი (3-3) ქულები ჰქონდათ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდათ.


მატჩის გმირი უდაოდ ჯერდან შაქირი გახლდათ, რომელმაც ჰონდურასელთა კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს პლეი ოფის ბილეთი მოაპოვებინა. ანგარიში შვეიცარიელმა მე-6 წუთზე გახსნა. შექირი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიწია და უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარი აიღო. მართლაც რომ ულამაზესი გომი გამოუვიდა მიუნხენელთა ნახევარმცველს. ზუსტად 15 წუთში, ჯერდანმა დუბლი შეასრულა. შვეიცარიამ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა, რის შედეგადაც შაქირი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა - 2:0.


ოტმარ ჰიტცფელდის გუნდის უპირატესობა მთელი თამაში ნათელი იყო. 71-ე წუთზე, იოსიპ დრმიჩმა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მოწინააღმდეგის მცველი ჩამოიტოვა და შაქირს პასი გაუკეთა. უკანასკნელს ჰონდურასელთა კარის კიდევ ერთხელ დალაშქვრა არ გასჭირვებია - 3:0.


ეკვადორმა საფრანგეთთან ნულოვანი ფრე ითამაშა. შედეგად, საფრანგეთი პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან და მერვედფინალში ნიგერიას დაუპირისპირდება, მეორეადგილოსანი შვეიცარია კი არგენტინელებს შეერკინება.


ჰონდურასი  0:3  შვეიცარია

 

ჰონდურასი: ვალიადარესი, ფიგეროა, ბერნანდესი, გარსია, ბეკელესი, პალასიოსი, გარსია (ნაჰარი 77'), ესპინოსა (ჩავესი 46'), კლაროსი, ბენგტსონი, კოსტლი (პალასიოსი 40').


შვეიცარია: ბენალიო, ლიხშტაინერი, როდრიგესი, ჯურუ, შერი, ინლერი, ჯაკა (ლანგი 77'), ბეჰრამი, შაქირი (ჯემაილი 87'), მეჰმედი, დრმიჩი (სეფეროვიჩი 73').


გოლები: შაქირი (6', 21', 71')


გაფრთხილება: პალასიოსი (66')


მთავარი არბიტრი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016