reportiori.ge - პორტუგალია - განა. უკანასკნელი იმედი (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 22:15
სპორტი
პორტუგალია - განა. უკანასკნელი იმედი (პრევიუ)
26 ივნისი, 2014. 17:09


დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „მანე გარინჩაზე", პორტუგალიის ეროვნული ნაკრები განას დაუპირისპირდება. შეხვედრას ბაჰრეინელი არბიტრი ნავაფ შუკრალა განსჯის.


პორტუგალიელებმა მიმდინარე მუნდიალი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი სტარტით დაიწყეს. ისინი გერმანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ (0:4), შემდეგ კი აშშ-სთან ფრეზე გაიყარნენ (2:2). ერთი რამ ცხადია, პორტუგალია გუნდურ ფეხბურთს ვერ თამაშობს და ინდივიდუალური კლასის ხარჯზე ასპარეზობს, კრიშტიანუ რონალდუ კი ნამდვილად ვერ ბრწყინავს. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაშიც, ყველაფერი აშშ-ზე იქნება დამოკიდებული, თანაც, ბურთების შეფარდებით ევროპელები ცუდ დღეში არიან. დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე პეპეს ვიხილავთ, რომელმაც წინა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.


განაც ვერ დაიკვეხნის კარგი დაწყებით. მათ პირველი შეხვედრა აშშ-სთან დათმეს (1:2), შემდეგ კი გერმანიას ქულა გამოგლიჯეს (2:2). აფრიკელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არც თუ ცუდი შანსები აქვთ: მათ უნდა დაამარცხონ პორტუგალია, დანარჩენი კი აშშ-ზე იქნება დამოკიდებული.


წინასწარი შემადგენლობები:

 

პორტუგალია (4-3-3): ბეტუ - ჟოაუ პერეირა, პეპე, რიკარდუ კოშტა, ველოზუ - ვილიამი, რაულ მეიერლეში, ჟოაუ მაუტინიო - ნანი, ედერი, რონალდუ.


განა (4-2-3-1): დაუდა - აფული, ბოიე, მენსა, ასამოა - რაბიუ, ბადუ - ადომა, ა.აიუ, ატსუ - გიანი.


ტრავმირებულები: ფაბიო კოენტრაუ, რუი პატრისიუ, უგუ ალმეიდა, ანდრე ალმეიდა, პოშტიგა - ოპარე.


დისკვალიფიცირებული: მუნტარი (განა)


„მთავარია რონალდუს არ მივცეთ საშუალება საკუთარი თამაში ითამაშოს. ჩვენ შევისწავლეთ პორტუგალია, არა მარტო რონალდუ, არამედ მთელი გუნდი. მერვედფინალში გასვლა იოლი არ იქნება, მაგრამ რეალობისგან შორს ნამდვილად არაა", - განაცხადა განის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კვეზი ანიამ.

 

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ - მოტივაციის შენარჩუნებაა. უნდა ვიამაყოთ, რომ ეროვნულ ფერებს ვიცავთ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს უკანასკნელი მატჩი იყოს ტურნირზე. ჩვენ ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე გვეკითხებიან პროფესიონალიზმზე, მაგრამ ჩვენი ქმედებები სიტყვებზე მეტი უნდა იყოს. მცირე შანსი გაგვაჩნია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ", - აღნიშნა პორტუგალიელთა თავკაცმა პაულუ ბენტუმ.


გუნდებს აქამდე ერთმანეთში შეხვედრები არ ჩაუტარებიათ. ეს მათი პირველი დაპირისპირება იქნება.


საინტერესო ფაქტები:

 

- პორტუგალიას გამარჯვება აუცილებლად სჭირდება, მაგრამ მათ ჩემპიონატზე უკანასკნელი ცხრიდან მხოლოდ ერთში აქვთ 3 ქულა მოპოვებული.

 

Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:0


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016