reportiori.ge - სამხრეთ კორეა - ბელგია. მიზანი 9 ქულით გასვლაა (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:35
სპორტი
სამხრეთ კორეა - ბელგია. მიზანი 9 ქულით გასვლაა (პრევიუ)
26 ივნისი, 2014. 19:26


დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი მატჩები გაიმართება. სტადიონ „კორინთიანსზე", სამხრეთ კორეა ბელგიას დაუპირისპირდება. შეხვედრას ავსტრალიელი არბიტრი ბენჯამინ უილიამსი განსჯის.


სამხრეთ კორეა საკმაოდ ცუდ დღეშია. ისინი 1 ქულით ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფებიან და პლეი ოფში გასვლის მინიმალური შანსი აქვთ. ამისათვის, კორეელებმა გამარჯვება უნდა მოიპოვონ, თანაც დიდი ანგარიშით, ალჟირმა კი რუსეთთან ფრე უნდა დაასრულოს, რისი ალბათობაც, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მცირეა.


რაც შეეხება ბელგიას, მათ პლეი ოფის საგზური წინასწარ მოიპოვეს, 6 ქულით ჯგუფში ლიდერობენ და დიდი ალბათობით, პირველი ადგილით გავლენ მერვედფინალში, სადაც G ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდებიან.


სავარაუდო შემადგენლობები:

 

სამხრეთ კორეა (4-2-3-1): ჩონ სონ რენი - ლი იონი, ხონ ენ ხო, კიმ ენ გვონი, იუნ სონ იონი - ლი ჩხონ ენი, ხან კუკ ენი - კი სონ ენი, პაკ ჩუ ენი, კუ ჩა ჩხოლი - სონ ხინ მინი.


ბელგია (4-2-3-1): კურტუა - ვანდერ ბორე, ვან ბუიტენი, ლომბერტსი, ვერტონგენი - დემბელე, დეფური - მირალიასი, დე ბრეინე, აზარი - ორიგი.


ტრავმირებულები: ვერმალენი, კომპანი (ბელგია)


„ახლა, ტურნირის დასრულებამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. სხვა ვარიანტი არ გაგვაჩნია", - აღნიშნა სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხონ მიონ ბომ.


„საშუალება გვაქვს ახალი ფეხბურთელები გამოვიყენოთ, რომელთაც 2-3 კვირაა არ უთამაშიათ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა კარგი შთაბეჭდილება დატოვონ. შემტევი ექვსი ფეხბურთელი მყავს და ახლა მათ თაამშის საშუალება მიეცემათ", - განაცხადა ბელგიელთა თავკაცმა მარკ ვილმოტსმა.


ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს ერთმანეთში 3 სამი მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო 2-ში ბელგიამ იმარჯვა.


საინტერესო ფაქტები:

 

- 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიას წაგება არ განუცდია (8 მოგება, 2 ფრე) და ფინალურ სერიაშიც მოგებებით მიიწევს.


- ბელგიის ეროვნული ნაკრების უკანასკნელი 5 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩების დარჩენილ 20 წუთში გადიოდა.

 

Reportiori.ge-ს პროგნოზი: 0:1


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016