გუშინ, თბილისის დროით 20:00 საათზე, G ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრები გაიმართა. სტადიონ „ესტადიო ნასიონალიზე" პორტუგალია განას დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ პარალელურ შეხვედრაში გერმანიასთან მარცხი განიცადა, გუნდებმა ვერ შეძლეს ურთიერთშეხვედრა იმ ანგარიშით დაესრულებინათ, რომელიც რომელიმე მათგანს პლეი ოფის ბილეთს მოაპოვებინებდა. ერთი სიტყვით, მათ თავად შეუშალეს ხელი ერთმანეთსა და საკუთარ თავს.
პორტუგალიაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. გასაგებია, რომ პაულუ ბენტუს ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ტრავმირებული იყო, მაგრამ პორტუგალიამ გუნდური თამაში ვერც ერთ შეხვედრაში ვერ გვიჩვენა და აქცენტი ინდივიდუალიზმზე გადაიტანა, რომელშიც ნამდვილად ვერ გაიბრწყინეს. ოქროს ბურთის მფლობელ კრიშტიანუ რონალდუსგან გაცილებით მეტს ელოდნენ, თუმცა საერთო ჯამში, „რეალის" ლიდერმა ბრაზილიაში ვერ გაიბრწყინა.
მას შემდეგ, რაც ანგარიში უკვე 2:1 იყო, პორტუგალიას ოთხჯერ შეექმნა რეალური საგოლე მომენტი, აქედან სამში თავის გამოჩენა რონალდუს შეეძლო, თუმცა პორტუგალიელებმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
საბოლოო ჯამში, G ჯგუფიდან გერმანია პირველი ადგილით გავიდა, აშშ - მეორეთი, ხოლო პორტუგალია და განა სახლებში დაბრუნდებიან.
პორტუგალია 2:1 განა
პორტუგალია: ბეტუ (ედუარდუ 89'), პეპე, პერეირა (ვარელა 62'), ალვეში, ველოზუ, მოუტინიუ, ამორიმი, კარვალიუ, ედერი (ვეირინია 69'), რონალდუ, ნანი.
განა: დაუდა, ასამოა, ბოიე, აფული, მენსა, ანდრე აიუ (ვაკასო 81'), ატსუ, რაბიუ (აქვა 76'), ბადუ, უორისი (ჯორდან აიუ 71'), გიანი.
გოლები: ბოიე (31', ა.გ.), გიანი (57'), რონალდუ (80').
მთავარი არბიტრი: ნავაფ შუკრალა (ბაჰრეინი)