reportiori.ge - „ფიფამ“ სუარესი ფეხბურთს 4 თვით ჩამოაშორა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:47
სპორტი
„ფიფამ“ სუარესი ფეხბურთს 4 თვით ჩამოაშორა
27 ივნისი, 2014. 12:23


შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის გადამწყვეტ მატჩში მხარზე უკბინა. შეხვედრის არბიტრმა ამ ეპიზოდს იგნორირება გაუკეთა, მაგრამ გამოერებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ სუარესმა იტალიელს განზრახ ჩაასო კბილები.


უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ქმედება ამ ფეხბურთელის კარიერაში უკვე მესამეა (აქამდე სუარესს ოტმან ბაკალი და ბრანისლავ ივანოვიჩი ჰყავს „დაკბენილი").


„ფიფამ" ეპიზოდის გამოძიება დაიწყო და საბოლოო ვერდიქტიც გამოიტანა: 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფეხბურთს 4-თვიანი ჩამოშორება.


გარდა ამისა, სუარესს აეკრძალება საკუთარი გუნდის მატჩებზე დასწრება, ხოლო ჯარიმის სახით 100 ათას შვეიცარულ ფრანკს გადაიხდის.


ლუისისათვის საბედნიეროდ, მას აქვს აპელაციის შეტანის უფლება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016