ალჟირის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ ასპარეზობს. ამ დროის მანძილზე, მათ პირველად შეძლეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა და მერვედფინალში გასვლა, რაც უდიდესი მიღწევაა ასეთი მოკრძალებული გუნდისთვის.
გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, „არენა ბაიშადაზე", ალჟირის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა, გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა კაპელოს გუნდს ფრე გამოგლიჯა (1:1) და პლეი ოფში გავიდა. ამ შეხვედრაში რუსების გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ისინი გავიდოდნენ შემდეგ ეტაპზე, ალჟირს კი ამისათვის ფრეც აძლევდა ხელს.
რუსეთის ნაკრებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე, მე-6 წუთზე გახსნა. კოკორინი ფლანგურ ჩაწოდებულ ბურთს თავური დარტყმით გამოეხმაურა და მბოლოს კარის ცხრიანში გადაგზავნა. ალჟირელებმა ანგარიშის გათანაბრება, მხოლოდ და მხოლოდ, მე-6 წუთზე მოახერხეს. რუსების კარი სლიმანიმ აიღო. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და შედეგად, ალჟირი ბელგის კვალდაკვალ მერვედფინალში გავიდა.
ალჟირი 1:1 რუსეთი
ალჟირი: მბოლი, ჰალიჩე, მესბა, მანდი, ბელკალემი, ფეგული, ბრაჰიმი (იებდა 71'), ბენტალები, მედჯანი, ჯაბუ (გილასი 77'), სლიმანი (სუდანი 90').
რუსეთი: აკიფეევი, კოზლოვი, კომბაროვი, იგნაშევიჩი, ბერეზუცკი, სამედოვი, გლუშაკოვი (დენისოვი 46'), ფაიზულინი, შატუვი (ძაგოევი 67'), კოკორინი, კერჟაკოვი (კანუნიკოვი 81').
გოლები: კოკორინი (6'), სლიმანი (60').
გაფრთხილებები: მესბა (40'), კომბაროვი (57'), კოზლოვი (59'), გილასი (87'), კადამურო (90', სათადარიგოთა სკამზე).
მთავარი არბიტრი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი).