reportiori.ge - ბელგია ჯგუფიდან 9 ქულით გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:38
სპორტი
ბელგია ჯგუფიდან 9 ქულით გავიდა
27 ივნისი, 2014. 13:19


ჰოლანდიის, კოლუმბიისა და არგენტინის ნაკრებებს ბელგიაც შეუერთდა. ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც შემდეგ ეტაპზე 9-9 ქულით გავიდნენ.


გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი მატჩები გაიმართა. ერთმანეთს ბელგია და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდნენ. სამხრეთ კორეას ჯგუფიდან გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა. ამისათვის, პარალელური შეხვედრა ალჟირსა და რუსეთს შორის ფრედ უნდა დასრულებულიყო, ხოლო მათ ბელგია დიდი ანგარიშით გაენადგურებინათ. პირველი პირობა შესრულდა, თუმცა სამხრეთ კორეამ თავად ვერ შეძლო მეტოქის დამარცხება.


78-ე წუთზე, შეხვედრის ერთადერთი გოლი ვერტონგენმა გაიტანა. ბელგიელთა მცველმა გამოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.


შედეგად, ბელგიელები (9 ქულით) ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ, მათ კვალდაკვალ, პლეი ოფში ალჟირის ნაკრები ითამაშებს, რუსეთი და სამხრეთ კორეა კი მუნდიალს დაემშვიდობნენ.


სამხრეთ კორეა  0:1  ბელგია

 

სამხრეთ კორეა: სეუნგ გიუ კიმი, ჯეონგ ჰო ჰონგი, იონგ ლი, სუკ იუნგ იუნი, იუნგ გვონ კიმი, სუნგ იუენგ კი, ჰეუნგ მინ სონი (დონგ ვონ ჯი 73'), კოოკ იუნგ ჰანი (კეუნ ჰო ლი 46'), ჩუნგ იონგ ლი, ჯა ჩეოლ კო, შინ ვოკ კიმი (ბო კიუნგ კიმი 66').


ბელგია: კურტუა, ვან ბუიტენი, ვერტონგენი, ლომბარტსი, ვანდენ ბორე, ფელაინი, დემბელე, დეფური, მერტენსი (ორიგი 60'), მირალაში (აზარი 88'), ჯანუზაი (ჩადლი 60').


გოლი: ვერტონგენი (78')


გაფრთხილებები: ჰონგი (35'), დემბელე (50').


მთავარი არბიტრი: ბენჯამინ უილიამსი (ავსტრალია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016