სპორტი
განელი ფეხბურთელი საკუთარი პრემიის კოცნისას დააფიქსირეს
ავტორი: გიორგი კინტირაია
27 ივნისი, 2014. 14:17
განისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება აფრიკელი ფეხბურთელების პროტესტის გამო ჩაშლის პირას იყო. ისინი პრემიერბის მიღებას ხელზე ითხოვდნენ და საბანკო გადარიცხვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოოდ, განის მთავრობამ გამონახა ფული და ბრაზილიაში საგანგებო რეისით სამი მილიონი დოლარი გაგზავნა.
უცხოურ პრესაში საკმაოდ სკანდალური ფოტო-მასალა გავრცელდა, სადაც განელი ჯონ ბოიე, რომელიც საფრანგეთის „რენის" ღირსებას იცავს, საკუთარ პრემიას კოცნის.
ეს მართლაც რომ უდიდესი პრობლემაა თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ფეხბურთელები ხშირად, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისათვის თამაშობენ. განელებს ცოტა მეტი ყურადღება და ბრძოლისუნარიანობა პორტუგალიასთან თამაშში რომ გამოეჩინათ, ვინ იცის, იქნებ პლეი ოფშიც გასულიყვნენ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19