ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და ახლა სრულიად საფეხბურთო სამყარო პლეი ოფის შეხვედრების მოლოდინშია.
ბრაზილია - ჩილე
კოლუმბია - საბერძნეთი
A ჯგუფის პირველადგილოსანი ბრაზილია B ჯგუფის მეორეადგილოსან ჩილეს დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებული კი კოლუმბიასა და ურუგვაის შორის შემდეგ ეტაპზე გასულს შეერკინება. აღნიშნული შეხვედრები 28 ივნისს გაიმართება.
ჰოლანდია - მექსიკა
კოსტა რიკა - საბერძნეთი
B ჯგუფის პირველადგილოსანი ჰოლანდია C ჯგუფის მეორეადგილოსან საბერძნეთს გაეჯიბრება. მათ შორის გამარჯვებული კოსტა რიკისა და საბერძნეთს შორის შემდეგ ეტაპზე გასულს შეერკინება. შეხვედრები 29 ივნისს გაიმართება.
საფრანგეთი - ნიგერია
გერმანია - ალჟირი
E ჯგუფის პირველადგილოსანი საფრანგეთი F ჯგუფის მეორეადგილოსან ნიგერიის ბარიერის გადალახვას ეცდება, მათ შორის გამარჯვებული კი, გერმანიისა და ალჟირის დუელში გადარჩენილს დაუპირისპირდება. შეხვედრები 30 ივნისს გაიმართება.
არგენტინა - შვეიცარია
ბელგია - აშშ
F ჯგუფის პირველადგილოსანი არგენტინა E ჯგუფის მეორეადგილოსან შვეიცარიას დაუპირისპირდება. მათ შორის გამარჯვებული ძალებს ბელგიისა და აშშ-ის შორის შემდეგ ეტაპზე გასულს გაეჯიბრება. შეხვედრები 1 ივლისს გაიმართება.