საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში, „პრეზიდენტის თასზე", ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გამართა მასპინძელ ყაზახეთთან. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.
ორთავე გუნდის ფეხბურთელებმა შეძლეს რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ტაბლოზე ფრე - 0:0 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ რომ გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა პირველ შეხვედრაში ყირგიზეთის თანატოლები გაანადგირეს, ანგარიშით - 10:0. ახლა ისინი ტურნირის მასპინძლებთან ნულოვან ფრეზე გაიყარნენ, რაც ჩვენს ბიჭებს ფინალში გასასვლელად აძლევდა ხელს.
საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ყაზახეთისა და ყირგიზეთის ნაკრებები ჰყავდა.
საქართველო 10:0 ყირგიზეთი
საქართველო 0:0 ყაზახეთი
6-გუნდიანი ტურნირის ფინალური მატჩი 30 ივნისს, „ასტანა არენაზე" გაიმართება. ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებები შეერკინებიან.