საფეხბურთო სამყარო „ფიფას" გადაწყვეტილებამ შეძრა. მოგეხსენებათ, რომ იტალიისა და ურუგვაის დაპირისპირების დროს, ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. საბოლოოდ, საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ურუგვაელი ფეხბურთს 4 თვით ჩამოშორდება და 9 სანაკრებო მატჩს გამოტოვებს. ამ ფაქტზე კომენტარი სელფორდის უნივერსიტეტის სპორტულმა ფსიქოლოგმა ტომ ფოსეტმა გააკეთა.
„თუ ეს ადრეც მომხდარა, მაშინ კვლავ განმეორდება. დახმარების მიუხედავად, ის ამას მაინც გააკეთებს.
ჩემი აზრით, სუარესი ამას გაუთვითცნობიერებლად აკეთებს ინსტინქტურ დონეზე. ფსიქოლოგთან რამდენიმე სეანსის შემდეგ, ეს მისი ნატურიდან მაინც არ გაქრება.
სუარესი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ დაძაბულ სიტუაციებში ის თავს ვერ აკონტროლებს. მან საკუთარი ბნელი მხარე უჩვენა ხალხს. ეს მოსალოდნელი იყო", - განაცხადა ფოსეტმა.